[0:00]ფაქტია, რომ ადამიანს თვითონ აქვს ძალა და რესურსი იმისა, რომ რაღაცეები შეცვალოს. ამ ადამიანმაც ზუსტად ასე შეცვალა საკუთარი ცხოვრება, ის ოთხი წელია, რაც საქართველოშია. ბაქოდან თბილისის დასათვალიერებლად ჩამოვიდა, შემდეგ ქვეყნის სილამაზე მისე მოხიბლა, რომ აქ სამუდამოდ დარჩენა გადაწყვიტა. ამბობს, რომ მეტი სიმწვანეა და აზიური არქიტექტურაც საინტერესოდ ეწყმის ევროპულს და ლონდონის ნაცრისფერ ამინდსაც თბილისის ამინდი ამჯობინა. მოკლედ ჯოზეფ სმიტი ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც სულ წუწუნებს და ნერვიულობს იმაზე, რომ სრულყოფილად არ იცის ქართული, მაგრამ თქვენ ახლა ნახავთ ოთხი წლის განმავლობაში მან როგორ შეძლო ჩვენი ენის სწავლა. დილა მშვიდობისა ჯოზეფ. დილა მშვიდობის. მადლობა, რომ აქ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენც. დავიწყოთ სულ თავიდან. ოთხი წლის წინ, როდესაც შენ ბაქოდან გადმოხვედი, მე ვიცი ეს ისტორია, მინდა, რომ უბრალოდ მსმენელმაც მოისმინოს. კარგი, მე პირველად შემოვედი საქართველოში 2011 წელს. მაშინ ვმუშაობდი, სტაჟიერი ვიყავი ბაქოში. და აზერბაიჯანის ცნობარში იყო ერთი გვერდი საქართველოს შესახებ. ანუ ეგ არის განსაკუთრებული ქრისტიანული ძველი ცივილიზაცია და ძველი ანუ უცნაური ანბანი წერენო და ხაჭაპურს ჭამენო და მეთქი რატომაც არა, წავალ, კარგი. ხოდა მივედი და ერთი სამი, სამი დღე ჩამოვედი საქართველოში, თბილისში. დავათვალიერე, გავეცანი ძალიან კარგი შემაგნელობა, ახალი მეგობრები და ძალიან მომეწონა, აი პირველი, აი პირველად რომ დავინახე, როგორი ქალაქია. შევხვდი ძალიან მყუდრო ქალაქი, მწვანე ქალაქი. სტუმართმოყვარეებიც ხომ ვართ. კი, რა თქმა უნდა და კიდევ სამზარეულო რაღაცა ახალი იყო ჩემთვის. და დარჩი და დარჩი. მაშინ არა, აი ერთი კიდევ დავბრუნდი ლონდონში და ერთი წლის შემდეგ გადმოვედი საცხოვრებლად. ესე იგი, მე არ ვიცი რამდენია რომ ლონდონიდან თბილისი მოდის, პირიქით ხდება ხოლმე უფრო, მაგრამ უფრო მეტიც უნდა იყოს ჩემი აზრით. ხო, რასაკვირველია, პრეცედენტი შენ დაუშვი მგონი. ოთხი წლის განმავლობაში რისი კეთება გიწევს ჯოზეფ ჩვენს ქვეყანაში. ანუ შენ საქმიანობაზე. აი, პირველად დავიწყე ინგლისურის მასწავლებლობით, კი ვიყავი ინგლისურის მასწავლებელი, როგორც აი ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში უცხოელი. მერე ჟურნალისტიკა დავიწყე. ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო საქმიანობა, ძალიან მომეწონა და ეხლა ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში, კავკასიის ბუნების ფონდი, რომელიც არის გერმანიის მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაცია. და რისი კეთება გიწევს? აა, მე ვარ პიარის, კომუნიკაციის და ცნობადობის კონსულტანტი, ასე ვთქვათ. ანუ ვმუშაობ მაგათთან და ცნობადობის ამაღლების თემაზე მუშაობენ. კი ბატონო, და აა მე ვიცი, რომ გაქვს ისეთი სურვილიც და პრინციპში ერთგვარი ყოველდღიურობად გინდა, რომ დააკავშირო ვთქვათ იგივე ქართულ ბუნებასთან, ქართულ სილამაზესთან, იმ ყველაფერთან, რითაც პრინციპში ჩვენ გამორჩეული ვართ არა მხოლოდ რუკაზე და ხარ არაერთ ადგილზე ნამყოფი, ფაქტობრივად ჰობივთ გაქვს, რომ იმოგაურო ჩვენს ქვეყანაში, დაათვალიერო ეს. ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება, რომელმა კუთხემ მოახდინა შენში და რა კუთხით. აა, იცით რა არის? აი ეხლა მიწევს სამსახურში სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა და აი რა ვიცი, ერთი რომ ვერ ავარჩევო, აი ძალიან ბევრი, რა ვიცი, ძალიან ლამაზი კუთხეა. ეხლა აწყურში ვიყავი, ბორჯომი, ბორჯომ ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებში ვიმგზავრე და ძალიან, ძალიან მომეწონა. აი იმის მხრივ, რომ საერთოდ აი ბარში რომ ხართ ხო აი სხვადასხვა რამე სანახაობ მთაში რომ ადიხართ კავკასიონს უყურებ პირდაპირ, ეს არის საოცარი, საოცრება, კი. აი მეგობრებო, როგორ საუბრობს და როგორ აზროვნებს ეს ადამიანი ქართულად. 292 11 88 ან 292 11 99.
Watch on YouTube
Share
MORE TRANSCRIPTS



