[0:16]ნიტო 2012, ნიტო 2013 წელია. აა, მივიღე განათლება ოკეანის გაღმა და ამერიკული გამოცდილებით აღფრთოვანებული ვბრუნდები სამშობლოში და ვფიქრობ: რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე, რის გაკეთებას ვაპირებ საზოგადოებისთვის, რომელზეც გული შემტკივა. როგორ გამოვიყენო ის, რაც იქიდან მომაქვს, იმისთვის, რომ ჩემი ქვეყანა გავხადო ჩემი წვლილი შევიტანო იმაში, რომ ჩემი ქვეყანა გახდეს უფრო განვითარებული, უფრო ევროპული, რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებული. ტაშე მნა ილია ჭავჭავაძე. თან ცოტა ამაყდა ამპარტავნულ განწყობაზე ვარ, ვბრუნდები. მერე მივხვდი, რომ დიახაც ილია ჭავჭავაძე. იმის მეათედი რომ გავაკეთო, რაც ილიამ გააკეთა, ძალიან ბედნიერი ვიქნები და თან ვიცი, რომ მინიმუმ 999 ადამიანი არსებობს ჩემს გარშემო მსგავსი ფიქრებით. ხო, რა ხდება ჩვენთან? ახალგაზრდები, რომლებიც სავსე არიან უნარებით, ცდილობენ, რომ გაიქცნენ ქვეყნიდან რაც შეიძლება მალე, რომ აღმოჩნდნენ ისეთ გარემოში, სადაც ამ უნარებს გამოიყენებენ. მე კიდევ ვბრუნდები, რას ვაკეთებ? გიჟი ვარ? პირველი მიზეზი, რატომაც მივხვდი, რომ სულაც არ ვარ გიჟი, არის ის, რომ მე მივხვდი, რომ ვარ განვითარებადი საზოგადოების შვილი. ბედნიერებას მანიჭებს აი ის განვითარებადი გარემო, ის, რომ მეც მასთან ერთად ვითარდები და ის, რომ ყველა პატარა ცვლილება ბავშვივით მიხარია. მეორე მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე, რომ საერთოდ არაა სიგიჟე უკან დაბრუნება ზოგადად, არის ის, რომ საქართველონაირი განვითარებადი საზოგადოებები სავსეა შესაძლებლობებით. ისეთი შესაძლებლობებით, რომლებსაც ხშირად უბრალოდ ვერ ვხედავთ. აქ მაინცდამაინც იმ კმაყოფილებაზე არ ვლაპარაკობ, პატარა გუბეში დიდ თევზად ყოფნა რომ ვაგრძნობინებს. არა, მართლა კარგი გარემოა ახალი საქმეების საკეთებლად. პროფესიონალები გვაკლია თითქმის ყველა სფეროში. არსებობს სფეროები, რომლებიც ჩვენთან უბრალოდ არ არის. ერთი რაც ნამდვილად გვაქვს, არის სივრცე ახალი რაღაცეების საკეთებლად, ახალი ეტაპების დასაწყებად. აი ასე გადავწყვიტე, რომ გამეხსნა ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი. მართლა მჯერა, რომ განათლება არის ის რაღაცა, რასაც შეუძლია შეცვალოს ყველაფერი. არა მარტო აქ საქართველოში, არამედ ყველგან. განათლება არის ერთგვარი ხეების დარგვა. ხეების, რომლებიც მერე კენწეროში გატკბილდებიან. ინგლისურ ენაში არსებობს ერთი ესეთი არაჩვეულებრივი გამოთქმა, ფრაზა: Grassroots changes. ცვლილებები, რომლებიც იწყება ბალახის ფესვებიდან. ჩვენ ხომ ყველა მესიას ან მხსნელს ველოდებით, რომელმაც ჩვენ ნაცვლად უნდა შეცვალოს ყველაფერი. აა, სინამდვილეში კიდევ გვჭირდება ცვლილებები ფესვებიდან, პატარა ცვლილებები, რომლებიც მერე ერთად ქმნიან იმ დიდ განვითარებას, რომელიც ყველას გვინდა. ილია არ ყოფილა მესია. ილია იყო ადამიანი, რომელსაც მართლა სჯეროდა, რომ მწერაკითხვის მცოდნე ადამიანები შეცვლიდნენ ქვეყანას. კაი, გასაგებია, რომ განათლების სფეროში ყოფნა მინდოდა, მაგრამ რატომ ინგლისური? გარდა იმისა, რომ ინგლისური არის საერთაშორისო კომუნიკაციის, განათლების, მეცნიერების ენა და საერთოდ ყველაფერი არის ინგლისურად. ამის გარდა ჩემთვის ინგლისური ენა არის ზღურბლი, რომელიც გვაკავშირებს უცხო კულტურებთან, უცხო მენტალობასთან, აზროვნების განსხვავებულ სტილთან. ჩემს სტუდენტებს ვეუბნები სულ და აქ ერთი 20-ო დევ სტუდენტი შემომხვდა დღეს, რამაც ძაან გამახარა. სულ ვეუბნები, რომ არ თარგმნოთ. გაიაზრეთ, დაამუღამეთ. ყველაფერი ესე პირდაპირ არ ითარგმნება და პირდაპირ თარგმანში ბევრი რაღაცა იკარგება. ხო, გააზრებაში რას ვგულისხმობ და დამაუღამებაში, რატომ ამბობენ ინგლისურენოვანი ადამიანები ასე? რატომ ვამბობთ ჩვენ სხვანაირად და იგივენაირად? ააა, აი წარმოიდგინეთ, შემოდის ინგლისურის მასწავლებელი და გვეუბნება: ნუ პრინციპში რა წარმოდგენა უნდა, შემოსული ვარ და გეუბნებით: When do we use present simple and when do we use present continuous? რაი? რა simple და continuous? აჰა, ნუ განუსაზღვრელი და განგრძობითი, ხო? მაგრამ რეებია? დროები და ინგლისურში 16 დროა და ქართულში სამი და ამიტომ ინგლისურის სწავლა უფრო ძნელია ვიდრე ქართულის, ხო? და ამას ამბობს იმ ენაზე მოსაუბრე ადამიანი, რომელ ენაშიც გვაქვს 11 მწკრივი. თითოეულ მწკრივში ზმნა იუღლება სამი პირის და ორი რიცხვის მიხედვით. 66-ნაირ უნიკალურ ფორმას იღებს ზმნა. მხოლოდ მოქმედებით გვარში. ამას ემატება ვნებითი გვარი, ამას ემატება საწყისი, მიმღეობა, სავრცობი, მავრცობი, ზმნისწინი, გადავედი, გადმოვედი, ავედი, ევედი, ჩევედი. უსასრულოდ გრძელდება. ტყუილია. არანაირი 16 დრო არ არსებობს ინგლისურში, ინგლისურში არსებობს სამი დრო. ისევე როგორც ქართულში, ისევე როგორც რუსულში, სამყაროში, აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის შობელი მომავლისა და ეს არ არის რაღაც რაც ან ქართულმა მოიგონა, ან ინგლისურმა, ან რომელიმე სხვა ენამ. სამი დროა. ქართულშიც ხომ გვაქვს განსხვავებული აწმყო ფორმები. მაგალითად დავდივარ და მივდივარ. ორივე აწმყო დროის ფორმებია, ხო? მაგრამ ერთი და იგივე არ არის. დავდივარ არის ხოლმეობითი, მივდივარ არის მიმდინარე. აი საკმარისია, რომ simple-ს ვუწოდოთ ხოლმეობითი და continuous-ს ვუწოდოთ მიმდინარე, რომ ყველაფერი ლაგდება. რასაჭიროა ეს ხელოვნურად შექმნილი, შეთითხნილი სიტყვა განგრძობითი, რომელიც საერთოდ არაა ორგანული ჩვენთვის, როცა სიტყვა მიმდინარე ყველაფერს თვითონ გვეუბნება. ანუ ეს ფორმა გამოხატავს მოქმედებას, რომელიც მიმდინარეობს. წინათ ვახსენე, რომ ენა მხოლოდ ენა არაა. ენა არის ზღურბლი, რომელსაც გაჰყავართ უცხო კულტურაში და განსხვავებულ აზროვნებაში. სულ ვფიქრობ და არ ვიცი როგორ მოვახერხეთ, რომ ტერმინები ფემინიზმი და გენდერი დედის საგინებელ სიტყვებად გვექცია საქართველოში, სადაც სხვათა შორის ქალებმა ხმის უფლება ამერიკაზე ადრე მოიპოვეს. ზუსტად მოიპოვეს, არავის არ მიურთმევია მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართველი ქალებისთვის ეს უფლება. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც არ გვაქვს ჰეი და ით. ქართული ენა ზუსტად სიმბოლოა გენდერული თანასწორობის, იმიტომ, რომ არ ცნობს სქესობრივ განსხვავებას როგორც ასეთს. ქართულმა ენამ არ იცის ეს გენდერი, შმენდერი. სადღაც შეგვეშალა. სადღაც თარგმანში დავიკარგეთ და აქ მარტო მარტო თარგმნას სიტყვის თარგმნას არ ვგულისხმობ. სადღაც კულტურულ თარგმანში გვაქვს პრობლემა, როგორღაც ეს სიტყვები გენდერი, ფემინიზმი ვერ მოერგო ან არ მოერგო ქართულ მენტალობას და კულტურას. ზუსტად გენდერული თანასწორობის ქომაგები ვდგავართ და ვესაუბრებით ადამიანებს რაღაც ძალიან უცნაური ენით. ძაან ნაცნობი იქნება მემგონი ყველასთვის ეს ეს წინადადება, რასაც ეხლა ვიტყვი. ააა, განხორციელებულ იქნა მთელი რიგი გრასრუტ აქტივობები, რომლებიც კონტენტის უკეთ მიწოდებას შეუწყობს ხელს სხვადასხვა ბეგრაუნდის მქონე ადამიანებისთვის. ნუ კაი რა. აქ პრობლემა რომ იყოს ის, რომ ქართული ენა არ გვაძლევდეს იმის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი უკეთესად ვთქვათ, კი ბატონო. მაგრამ არ არის ეს პრობლემა. აა, ქართულში გვაქვს ესეთი შექმნილი სიტყვები, როგორიც არის ფეხბურთი, ყურმილი და ასე რა ვიცი რა აღარ. სიტყვა წარმოება, როგორც ასეთი, ქართულ ენას არ უჭირს და აქ მაინცდამაინც არც სლენგის და ბარბარიზმების წინააღმდეგი ვარ. აა, ქართულ ენას აქვს უნარი, შეისისხორცოს ისეთი, შეისისხორცოს უცხო ენებიდან შემოსული სიტყვები, მათ შორის ბარბარიზმები და შექმნას ისეთი მაგარი სიტყვები, როგორიც არის პოლიჟოხი, მოკრე ასფალტისფერი, დამაყალიქე, დავლავე და ასე შემდეგ. ორგანულად ქართული ახალი სიტყვები. ხოდა განათლება რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია და ზუსტად ენის სწავლების სფეროში მინდოდა, რომ დამერგო ხეები, ნუ თუ ხეები არა, პატარა ბალახები მაინც, რომლის ფესვებიდანაც პატარა ცვლილებებს შევუწყობდი ხელს, ამიტომ გავხსენი ინგლისური სასწავლო ცენტრი და დავარქვი ბექას სკოლა. შეიძლება იფიქროთ, რომ ნარცისი ვარ. ნუ ეხლა მმ
[8:44]მაგრამ სინამდვილეში იმიტომ დავარქვი ბექას სკოლა, რომ ამით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ეს არის ცენტრი, რომელიც არის მყუდრო, მეგობრული და ქართული. ეს არის ქართული ბრენდი, ინგლისური სწავლების ქართული მეთოდოლოგიით. აქაც იგივეს ვცდილობთ, ვცდილობთ, რომ თარგმანში არ დავიკარგოთ. პირდაპირ კი არ ავიღოთ, ვთქვათ, კემბრიჯის მეთოდოლოგია, რომელიც თავის მხრივ არის არაჩვეულებრივი მეთოდოლოგია, არამედ გაიაზროთ რა, რა სჭირდებათ ქართველებს ინგლისური ენის სწავლის პროცესში, სად უჭირთ, სად ულხინთ და ჩვენ ქართველებმა რა შეგვიძლია, რომ შევთავაზოთ მათ. აა, ჩვენც ნასწავლი გვაქვს ეს ენა და ჩვენთვისაც არ იყო მშობლიური, არც არის მშობლიური ახლაც. აა, ამიტომ არ გვინდოდა, რომ სახელში გამოგვეყენებინა ქემბრიჯი, ოქსფორდი, ნიუ-იორკი და ასე შემდეგ. საერთოდ, ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მოსწავლეებს მინდა განსაკუთრებით ვუთხრა, რომ საერთოდ არ ვარ ნიჭიერი ენების მიმართულებით. თუ თავს ვთვლი კარგ ინგლისურის მასწავლებლად, იმიტომ, რომ ტანჯვით და წვალებით მაქვს ეს ენა ნასწავლი და ამიტომ მგონია, რომ უფრო კარგად მესმის, სად უჭირთ ჩემს მოსწავლეებს და სად შემიძლია, რომ მე, როგორც ქართველი დავეხმარო. ხოდა ეს ყველაფერი იმიტომ გელაპარაკეთ, რომ ეს მინდა, რა, მინდა, რომ თარგმანში არ ვიკარგებოდეთ. მარტო დასავლური გამოცდილების პირდაპირ გადმოტანაზე კი არ ვიყოთ ორიენტირებული, ან მხოლოდ ქართული ისტორიის და ენის სიმდიდრით გაბღენძილები კი არ დავდიოდეთ, არამედ გაიაზროთ, გავისირგძე განოთ, მივიღოთ, დავამუღამოთ ის უცხო რაღაცეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევქმნათ რაღაც ახალი, ნამდვილი, ორგანულად ქართული. მადლობა.



