[0:04]მე ვარ გოდერძი ჩოხელი. ქართველი. მე მინდა ცოტა ხნით სხვა სამყაროში წაგვიყვანოთ. სამზღვარსა მუხრანისასა რომ ვეგდეთ მე და ყივჩაღი, ის რომ სისხს ძლევდა, მენაცა რომ ვეყარენი პირქვე, ცოლი რომ სხვაგან წავიდა, რომ გახდა დუშმანისიო. ემაგიც ძალმიცემული ყივჩაღი წამოიწია. მე რომ ის მკვდარი მეგონა, ის თურმე არ მომკვდარიყო. შორით მიმზერდა ფიქრობდა, იქნებ დრო დამდგარიყო. და როცა ჟამი იგულვა, რომ ვარდა ხმალმოღერებით. პური კი აღარა მთხოვა, პური ისედაც ლისია. ღვინო კი აღარა მთხოვა, ღვინო ისედაც ლისია. წყალი კი აღარა მთხოვა, წყალი ისედაც ლისია. ცოლი კი აღარა მთხოვა, ღმერთმა გაიგოს ვისია. მამული მთხოვა, ვერ მივე, ის ჩემი წინაპრისია. შემომიტე ყივჩაღმა, ჩიქურდა ჩიქურმიტე. ვახ თუ მამული მას დარჩეს, მე გავხდე საძრახისია. იმედი მრჩება ღვთისა, თან ჩემი პაპების სიო.
[1:14]გოდერძი ნიკოლოზის ძე ჩოხელი, ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი. გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. მეუღლე ნინო მელაშვილი, შვილები ლუკა ჩოხელი და ნიკა ჩოხელი. გოდერძი ჩოხელი, სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. 1974 წლიდან კინო სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინო სტუდია ქართულ ფილმში, დამდგმელ რეჟისორად. ჩოხში ვარ და კინო ამოვიტანეს, მესამე-მეოთხე კლასში ვარ თქვენთან ერთად და კინო მოიტანეს გუდამაყარში. და ძაან ბევრს არა აქვს ნანახი მათ შორის მეც და ვიღაც კაცმა თქვა, რომ კინოსო ეგრე, ისე ხელით ნუ უყურებთო. კინო ეგეთი ადვილი საყურებელი კი არ არი. კინოს ისეთი ხმა აქვსო, რომ შეიძლება ყურები დაგისკდეთ ვინც ბიჭუული არა ხართო და ამიტომ გაიკეთეთ ყურებში თითებიო და იმენა გამოწიეთო. სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა შემეშინდა, რომ ვაითუ ყურებში თითების გაკეთება მაინც არ უშველოს მეთქი და დავფარე და ძაან მაგრად გავიკეთე ყურებში თითები და ამ კაცმა თქვა, რომ მე რომ განგიშნებთ, გამოსწიოთ მაშინ გამოსწიეთო და ბევრმა გამოსწია, მარა მე მაინც ჯიუტი ვარ და არ გამოვიწიე. არათუ და დაიწყო და რა დაიწყო, რომ დაიწყო სამყარო, რომელიც მე ნანახი არ მქონდა. აი ჩვეულებრივს ჰგავდა, მაგრამ თან რეალური იყო, თან არარეალური იყო, რაღაცა ძალიან მაგრად მომეწონა. მომეწონა რაც იქ ხდებოდა, ვიღაც კაცი დადიოდა ძალიან საინტერესო, რაღაცით გუდამაყრელ პაპას ჰგავდა, რაღაცნაირი ისეთი კარგი ხალხი იყო, მერე რაღაცა ომი დაიწყო და ვხედავ, რომ შიგადაშიგ ხალხი ძალიან ბევრს იცინის ჩემ გარშემო ვინც არიან. არ მესმის, მარა ხომ ვგრძნობ, რომ იცინიან. ძაან მომინდა, რომ გამეგო, ნუ იქიდან რა ისმოდა და რაზე იცინოდნენ და ერთი ყური ჯანდაბას მეთქი, ვიფიქრე და გავფუჭე და მესმის: გოდერძი, გოდერძი. და ვფიქრობ, აი მიცნო მეთქი, მიცნო.
[3:47]აი ესე, აი ესე მინახია ჯარისკაცის მამა და იქ გადავწყვიტე, რომ აი ეს საქმე უნდა ვაკეთო. 1980 წლიდან კინემატოგრაფთა კავშირის წევრი, ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. მე წერა დავიწყე კინოს გულისთვის, რომ კინოსთვის რომ დაგვავალეს, რომ უნდა დაგვეწერა რაღაცა სცენარი, ამის გულისთვის დავიწყე და მერე რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ დღემდე შეყვარებული ვარ მე კინოზე და აი როდესაც კინოს ვიღებ, მაშინ ავარ ცოცხალი. მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ვარ შეწუხებულიო, ვაჟას აქვს ნათქვამი, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი, როცა კინოს ვიღებ და აი ბევრ ხალხთან მაქვს, ბევრ ხასიათებთან მაქვს ურთიერთობა და რაღაც ფორიაქში ვარ. რაღაც უკმაყოფილების გრძნობა არის, იქ რაღაც ვერ გავაკეთე კინოში და აი იმ დროს მიჩნდება სურვილი, რომ მოთხრობა დავწერო და რაღაც რაღაცა შევავსო. აი, თითქოს ცალ-ცალკე არ არსებობს არ არსებობს და აი კინო მაწერინებს მე მოთხრობას. 1977 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში. 1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი - წერილი ნაძვებს. წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: ბინდისფერი ხეობა, თევზის წერილები, შეგინახე დედაო მიწაო, სულეთის კიდობანი, არჩევნები სასაფლაოზე. ლექსების კრებული ბედი მდევარი, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე, შავი არაგვი, რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: მგელი, მღვდლის ცოდვა, ადამიანთა სევდა, სულეთის კიდობანი. მოთხრობის წერა ჩემთვის მუშაობაა, ჩემთვის ეს არის რიტუალი და რა თქმა უნდა, მარტოობაში. ეს არის რიტუალი. მე ამას მუშაობას ვერ დავარქმევდი. ჩემთვის ეს თან რაღაცნაირად აგონიაც კი არის, რა. აი იმ მომენტში, აი მგონია, რომ აი ეხლა უნდა დავამთავრო ყველაფერი ამ წუთის სოფელში რაც კი არსებობს და მე ამის მერე მივდივარ სადღაც სხვაგან და ამას ვტოვებ ჩემს მის ნიშნად, რომ მე ვიყავი ადამიანი. წერის დროს თითქოს რაღაცა ნისლის ფარდა გაიხსნება ხოლმე და აი ეს გმირები, ჩემი მოთხრობების გმირები ისეთებ, როგორებისაც მე ვხატავ, აი ისე შემოდიან. მე არ შემიძლია მათი გალამაზება, არ შემიძლია მე მათი რაღაცის შეცვლა იმიტომ, რომ ისინი რაღაცნაირად, აი თითქოს ჩემგან მოითხოვენ, რომ ჩვენ ესეთები ვართ და ესეთები უნდა აღვწეროთ. მე ვარ უფრო უფრო არაოპტიმისტი, არაპესიმისტი, მე ვარ ტრაგიკული ადამიანი ამ შემთხვევაში, იმიტომ, რომ მე ვწერ ისეთი რაღაცის აღწერას, რომლის ბატონ-პატრონიც მე არა ვარ, მე ვარ მხოლოდ შემსრულებელი და რა ვინ არის ის, ვინც მე მიგზავნის ამ გმირებს, ვინ არის ის, ვინც მე მაწერინებს, ან ვინ არის ის, ვინც მე მკარნახობს, რომ აი სულეთის კიდობნისაკენ, სულეთისაკენ გავაგზავნო კიდობანი და ვთქვა, რომ ეს კიდობანი სულეთის, სულეთში მიაღწევს. მე ხანდახან მეჩვენება ხანდახან მეჩვენება, რომ არ ვიცი, არ ვიცნობ და სწორედ მიჩნდება ეგ კითხვა, მიაღწევს კი ის კიდობანი სულეთამდე და საერთოდ მე, მე თვითონ მივაღწევ სულეთამდე. გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს 16 მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი. მისი წიგნებია: წერილი ნაძვებს, ბინდისფერი ხეობა, ადამიანთა სევდა, მგელი, თევზის წერილები, შეგინახე დედაო მიწაო, ბალახის ცხოვრება, ბინდისფერი ხეობიდან ცამდე. ერთი ესეთი მოთხრობა მაქვს დაწერილი ძია ბუთულაზე, რომ საზიარო ყვავი ჰქვია, რომ ვიღაცამ უჩივლა ბუთულას, რომ ის ყვავიო მი გადაიბირაო ჩემი ყვავიო და აღარ მნებავსო და სასამართლოში და რაღაც და აი ძია ბუთულამაც კარგად მიიღო ეს და ჩამოსული იყვნენ ჩემთან სტუმრად, მწერლები იყვნენ, აღარ მახსოვს, შოთა ქავთარაძე იყო, თედო ბექიშვილი იყო, მამუკა წიკლაური და ავიყვანე ზემოთ ჩოხში და ვაჩვენე და გავაცანი, რომ აი ეს არის ის ძია ბუთულა მეთქი, ის ყვავი რომ ჰყავს. და ეს ძია ბუთულა დგას საჩოხლო გორზე, ილოცება, საკლავებს კლავს, აქეთ აწყვია შესაწირავი, სკვერები, რაღაც მოსალოცავები, ყველი, რაღაცა და უცებ არ მოფრინდა ყვავი, ერთი ყვავი. დაჯდა ამ ძია ბუთულას გვერდით, აიღო ყველი და უჭერია ეს ყველი და იბლოცება ძია ბუთულა და ეს ერთი ნახევარი საათი ეს ყვავი ზის და ყველი მაქვსო ესე ატრიალებს.
[8:39]ესენი გაგიჟდნენ, რომ ან ან მართლა არის ეს ბუთულა, რომელსაც ჰყავს ის ყვავიო და შენ მართლა დაწერე ეს და არა და მართლა ეგეთი რაღაცა მოხდა რა. ჩემი ქვეყნის ისტორიითა ვცხოვრობ. არსებობენ ქვეყნები, მაგალითად, რომელთა ისტორიებიც აი იმხელა ისტორია აქვთ, რომ მთებივით ჩანან მსოფლიო ხალხთა ისტორიაში, ზოგები საერთოდ არ ჩანან, ზოგები მიბლიეჩიტებივით არიან და რაღაც, ზოგი ნისლში ოდნავ ჩანს და აი ჩვენი ქვეყნის ისტორია კიდე მინდა შევადარო დედის თვალებიდან ჩამოგორებულ ობოლ ცრემლს. აი ვისაც კი უნახია თავის დედის თვალებზე ჩამოგორებული ცრემლი, აი რომ ჩამოგორდება ხოლმე და აი აქ რომ გაჩერდება და რაღაცის იმედი რო აქვს. მისი ფილმებია: ადგილის დედა, ბაკურხეველი ხევსური, ადამიანთა სევდა, წერილი ნაძვებს, აღდგომის ბატკანი, უცხო, თეთრი დროშა, ცოდვის შვილები. სამოთხის გვირტები, ლუკას სახარება, მიჯაჭვული რაინდები, სიყვარულის ცეცხლი. პრიზები: გრან-პრი ფილმისთვის ადგილის დედა. ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალი 1982 წელი. ვერცხლის ნიმფა და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი ფილმისათვის ცოდვის შვილები. მონტე კარლოს კინოფესტივალზე 1993 წელს. იაპონიის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი 1991 წელი. პრიზები: საუკეთესო სცენარისთვის და საუკეთესო რეჟისურისთვის, თბილისის ოქროს არწივი ფესტივალზე 1992 წელი. გრან-პრი ანაპის ფესტივალზე კინოშოკი ფილმისათვის სამოთხის გვირტები 1997 წელი. რაც არი ესა, ნალი.
[10:28]ე.ი ცხენის ნალი. გრამატიკულად რომ ვთქვათ ნალი.
[10:42]დაწერე დაფაზე ესო, ი. დაწერე დაფაზე ასო ი.
[10:54]დაწერე, დაწერე. დაწერე, დაწერე, დაჯექი, დაჯექი.
[11:04]იყოს ორიანი. შენც ორიანი.
[11:14]ჩიხია ბიჭო, ორიანი, ჩიხი. ვერ თურმე შენ დაგიმდე სასაფლაო. პრიზი საუკეთესო სცენარისათვის, ანაპის ფესტივალზე კინოშოკი ფილმისთვის ლუკას სახარება, 1998 წელი.
[11:32]აი ჰო, ლუკა ბიჭო, როდის დავაჭიდოთ ცხენები. ჩემი ნიკო რა, შენ ხარ ცხენების მომხობარო. ცერეო არა. როგორ არა, ამ ერთი კვირის წინ სულ ტალახებში აკოტრიალა. ეგ ერთხელ მოუვიდა. აბა ეს ვინ დავაჭიდოთ. სკოლაში დამაგვიანდება, მიხო პაპავ და ხომ იცი რასაც მიზამს მერე დირექტორი. დამიყვანე ერთხელ იმ შენ სკოლაში და ისე აუჭრელო ამ ჯოხით გვერდები, რომ
[12:05]მამფეთი გაუმართე, საქონელს მე მივხედავ. სად მიშვება სად.
[14:23]მინდა ვთქვა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე, რაც მე შევიძინე რაღაც ამ ცხოვრებაში რწმენის შესახებ რაღაც გამიჩნდა რწმენა. მოყოლილი იქიდან თითქმის სულ მინდოდა რაღაცა აი ესეთი ფილმი გამეკეთებინა, რომ ფილმი, რომელიც იქნებოდა რწმენაზე, უფრო სწორედ რწმენის დაბრუნებაზე. მე თვითონ ძალიან დიდი ტკივილი მაქვს გადატანილი ამის შესახებ. ჯერ ერთი, პირველ რიგში ჩემი ცხოვრება მიმდინარეობდა რაღაცნაირად ძალიან კარგი იყო იმით, რომ ეკლესიის ეზოში იდგა ჩემი სახლიდან. სულ ვზეიმობდი, აი განწყობით ვიყავი აფსილი, რომ მე ეკლესიის ეზოში ვცხოვრობ. მაგრამ ჩემი ცხოვრება მიმდინარეობდა რაღაც ისეთ ურწმუნო საზოგადოებაში, ურწმუნოება იყო ყველგან გამეფებული სკოლაშიც კი. ამ სკოლაში აღდგომა დღეს ისე ვერ მივიდოდით, თუ არ ხელებს არ გაგვისინჯავდნენ და გვიკრძალავდნენ, რომ წითელი კვერცხი მიგვეტანა ან რაღაც წავსულიყავით აღდგომაზე და ეს ჩემთვის, ამან ჩემზე ძალიან დიდი დაღი დამასვა ასე ვთქვათ. მაგრამ მეორე მხრივ სულ მიჩნდებოდა სურვილი, რომ შევბრძოლებოდი აი ამ ურწმუნოებას და ჩემი შე ჩემი აი ეს ბრძოლა გამოვხატე ფილმის შექმნით. პირველად დავწერე სცენარი და მერე განვახორციელე აი ესეთი ფილმის გადავიღე ესეთი ფილმი, რომელსაც დავარქვი ლუკას სახარება. ძალიან დიდი შიშიც კი მქონდა ამ სათაურის შესახებ იმიტომ, რომ მაინც რწმენას ეხება ლუკას სახარებას ეხება, მაგრამ აი ეს დიდი შიში მომეხსნა, როდესაც უწმინდესმა და უნეტარესმა ნახა ეს ფილმი და ესეთი დამაშვებელი სიტყვა მითხრა, რომ ღმერთმა მაპატიოს ამის გამეორება ჩემ თავზე, მაგრამ მითხრა, რომ შვილო, შენ მქადაგებელი ხარო და ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი. ნიჭიერი ბევრია, მაგრამ გოდერძი რაღაც სხვა აზროვნებით არის რა სრულიად, კაცო. აი ფიქრობ საიდან მოვსდის ამ კაცს ასეთი რაღაც სუფთა, ასეთი რაღაც ღვთიური აზრები, კაცო, ასეთი ძალიან საჭირო, საჭირო, ხო იცი, პრობლემების თავისებურად გადაჭრა იცის ამ კაცმა, ხო ფილოსოფიურად, ისე სადად, ამაღლებულად ამავე დროს. ეხლა ძაან გაჭირვებაშია გოდერძი და არც ფული აქვს, არც არაფერი და რაღაცას ვლაპარაკობთ კაცო, რა არის ყველამ ჩვენ თავზე გადავიარეთ ეს რევოლუცია, ეს ომი, 17 წელი, ეხლა ეს არეულობაა, ახალი კიდე ჩამოყალიბება და ვერ ჩამოყალიბება და ერთი ამბავი და გოდერძი თუ ჰქონდა ჩვენ ეხლა ჯოჯოხეთში აღარ უნდა მოვხვდეთო. ჯოჯოხეთი ჩვენ გავიარეთო, ხო ვცხოვრობთო კაცო ჯოჯოხეთში და კიდე ჯოჯოხეთში ხო არ მოვხვდებითო. ეს ეტყობა, მართლა გენიალური თქმაა, ხო იცი. ჯოჯოხეთი ხო გავიარეთო. ეგეც გვეყოფა რაღაცა. ჯილდო საქართველოს სახელმწიფო პრემია ფილმისთვის ცოდვის შვილები 1991 წელი. იყო ეგეთი პერიოდი, როცა კინოს გადაღებისთვის ვწერდი სცენარებს და მერე ეს სცენარები მოთხრობებად დავბეჭდე და ძალუნებურად მწერალი გავხდი და მერე დავიწყე ძალიან ბევრი მოთხრობების წერა.
[18:00]და აი ვერ ვაცნობიერებდი რატო ხდებოდა. მერე რეზო ინანიშვილმა ძალიან ისეთი რამდენჯერმე მთხოვა, რომ ბიჭო ნუ კლავ ამ მოთხრობის გმირებსო, აიგებ შეგვაყვარებ რომელმე გმირს, მერე ხელაღებით მოუსდგები და მოკლავო და ნუ კლავო და მე ვუმტკიცებდი, რომ ეს სიყვარულისთვის ვაკეთებ მეთქი ამას, რომ აი გმირი შეგიყვარდეს და მერე უფრო გული დაგწყდეს, რომ დაგენანოს და დანანება და გულის დაწყვეტა უფრო რაღაცა ეშხს აძლევს მოთხრობასაც, ფილმსაც, გმირს, რომელიც მოკვდა იმიტომ, რომ იყო და აღარ არის და ჩვენ ჩვენ ჩვენთანა ჩვენთან აღარ არის. და ერთი ესეთი ჩანაწერიც გაუკეთებია რეზო ინანიშვილს, რომ მერე ცოლმა მაჩვენა იმისამ, რომ ეს მაგიური მთიელიო ისე ხელაღებით კლავსო თავისი მოთხრობის გმირებსო, რომ თუ დასჭირდაო თავის თავსაც არ დაინდობსო. და მაშინ ეს ძალიან დიდი ხნის წინათ მქონდა, მაშინ რას იფიქრებდა, რომ ეს მართლა მოხდებოდა რა და ვერც მე ვერ ვიფიქრებდი. მე შეიძლება გავგიჟდე. ზოგჯერ ისე ახლოს ვგრძნობ ჩემ მოთხრობებს, ეშინია მართლა არ გაცოცხლდნენ. ხშირად იცი რა მგონია? მგონია რომ გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია. მთელი ხდება და აქვს ამ წიგნს და შიგნით უამრავ მოთხრობას წერია. მზე და მთვარე მანათობლად მყვანან. ვზივარ ჩემთვის, გადაშლილი მაქვს ეს უცნაური წიგნი და ვკითხულობ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ასეთ ადამიანს არ გავუფრთხილდით და დავკარგეთ, ეს შეიძლება განგებამ მოიტანა, მაგრამ ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გაგვეკეთებინა ეს. გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა გულის დაავადებით და მისგან გამოწვეული გულის უკმარისობით. რომელიც შეიძლებოდა ექიმების ჩარევით მოგვარებულიყო. ფინანსები სჭირდებოდა ამ ყველაფერს. იგი გარდაიცვალა 2007 წლის 16 ნოემბერს, 53 წლის ასაკში. გარდაცვალებაც სევდა არის და ადამიანად არყოფნა ც სევდა არის. ადამიანის სულში, ადამიანის საფიქრალში, ადამიანი ყოველთვის ამას განიცდის, რა, რომ რა იქნება გარდაცვალების მერე და რომ აღარ იქნება ადამიანი. ამას განიცდის და სიცოცხლეც სევდა არის, იმიტომ, რომ ბოლობოლო როდისმე უნდა დამთავრდეს ეს სიცოცხლე და გარდაცვალებისაკენ წავიდეს ადამიანი. მე ველოდები ახტაცების ხმას. აი სიხარულისაგან ახტაცებულ ხმას ველოდები.
[20:46]აი თითქოს რაღაცა ბორკილები დაიმსხვრა, რაღაცა უბედურება დამთავრდა, რაღაც აი ის რითიც დავიწყეთ აი იმ ჭურჭელი, რომელშიც, რომელიც ივსებოდა რაღაცა ათასგვარი უბედურებით. თითქოს ის ჭურჭელი განთავისუფლდა და ამ ჭურჭლიდან ამოვიდა ღვთის სული, აი როგორიც ის ზეიმით ამოვიდა და მთელი ჭურჭელი კი არ ამოვიდა, გაივსო ამ საზეიმოს აი ღვთის სულით აი, რომელსაც აღმოხვდა სიხარული. და ადამიანი გახდა ისეთი, როგორითაც როგორიც უნდოდა, რომ ღმერთს ყოფილიყო.
[21:29]მე შეიძლება გავგიჟდე. ზოგჯერ ისე ახლოს ვგრძნობ ჩემს მოთხრობებს. მეშინია მართლა არ გაცოცხლდნენ. ხშირად იცი რა მგონია? მგონია, რომ გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია. მთელი ხდება და ამ წიგნში უამრავი მოთხრობა წერია. ზედამთვარე მანათობლად მყვანან. ვზივარ ჩემთვის, გადაშლილი მაქვს ეს უცნაური წიგნი და ვკითხულობ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ასეთ ადამიანს არ გავუფრთხილდით და დავკარგეთ, ეს შეიძლება განგებამ მოიტანა, მაგრამ ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გაგვეკეთებინა ეს. გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა გულის დაავადებით და მისგან გამოწვეული გულის უკმარისობით, რომელიც შეიძლებოდა ექიმების ჩარევით მოგვარებულიყო. ფინანსები სჭირდებოდა ამ ყველაფერს. იგი გარდაიცვალა 2007 წლის 16 ნოემბერს, 53 წლის ასაკში. კარგია ძალიან მიყვარხარ საქართველო. ძალიან მიყვარხარ საქართველო. ძალიან მიყვარხარ საქართველო. კიდე რას ეტყვი ახალს, თორე ეგ ყველამ იცის. მალე გვენახოს გამთლიანებული საქართველო. ეგეც ყველამ იცის ხო. ეს ყველას სურვილია. სურვილია, ყოველი ქართველი. გავატარე ყველაფერი რაც კი ქართული ტკივილი იყო გულში და გული მაქვს სუფთა. განიმუხტება ეკა. განიმუხტება.



