[0:26]ანიკო გენაცვალე, მე ცალკე ოთახში ვარ, ოთახი თბება, კარგად ვარ. ისე ძალიან მოსაწყენია აქ, ძლივს ვჩერდები. ფული მივიღე, სად გქონდა ახლა ასე ხელდახელოთ? ალბათ ისესხე. 1941 წელი აბასთუმანი. ანიკო ვაჩნაძეს ლადო ასათიანისგან. 24 წლის პოეტი ამ დროს უკურნებელ სენს ებრძოდა და ამ დროისთვის უკვე სავსებით დავაჟკაცებული თავის უკანასკნელ სიმღერას მღეროდა. მერე მან თავისი სიცოცხლით, შემოქმედებით და ნაადრევი სიკვდილით მთელი თავისი თაობის ბედი განასახიერა. ეს მერე. მანამდე კი მოკრძალებით შემოვიდა ქართულ პოეზიაში. მერე ეს კაცი თვითონ იქცა ლექსად. მანანა ასათიანს ჰგონია, რომ მამა ახსოვს. სიცხიანი, გამხდარი, მწოლიარე, მაგრამ მეოცნებე. ხან კი ფიქრობს, რომ ასე ცოცხლად მამას დედის მოგონებებიდან იხსენებს. თუმცა მთელი ცხოვრება ლადოს ნათელ მზერას გრძნობს. ჩვენ ვცხოვრობდით ძერჟინსკის ქუჩაზე სამ ნომერში, სადაც ლადოს აბრაც იყო კაკრული, რომელიც მერე კახრა მოიპარეს თუ რა. სამ სართულიანი სახლი იყო და რკინი ის მოაჯირი მოყვებოდა ამ სახლს და ფანჯარა კარს მქონდა ფანჯარა შუშის. იქიდან გადაწევდა ხოლმე ფანჯარას დედა, იქიდან დამანახებდა ხოლმე ლადოს და ერთხელ მომფერებია. შევყვანი ვარ, მე ბებიასთან ვიზდებოდი იქვე ახლოს. დედაჩემის დედასთან, ხოდა რაღაცა ეს მახსოვს რაღაც ნათლად, იცით? რომ მომეფერა თითქოს, ალბათ მონაყოლისგან, თორემ რა შეიძლება ახლა ორი ტვინახევრის ბავშვს ახსოვდეს. იქ მამისაული ის ჰქონდა იცით? თარო ბამბუკის ხისგან თარო და მისი წიგნები იყო. ერთი ინსტრუმენტი იდგა რა რატომღაც დედას ჰქონდა ნაყიდი, რომ ნუ შევეყვანე მუსიკალურში და დახტი და ერთი საწოლი მაგიდა. სულ ეს იყო მისი ავადიდება. თავთან საწარკალამი და რვეული ედო. ლადო ასათიანი 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში დაიბადა. მისი მშობლები მელქისედეკ ასათიანი და ლიდა ცხითიშვილი პედაგოგები იყვნენ. ბავშვობა ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალაში გაატარა. პოეზიის სიყვარული მამისგან გამოჰყვა. მექი ასათიანი ლხინის დროს სადღეგრძელოებს ყოველთვის ლექსად ამბობდა. მამიდა ნინო ასათიანი ყოველ საღამოს უკითხავდა პატარა ლადოს და მის და ძმას საქართველოს ისტორიას. ბავშვობაში განცდილი სითბო მოგვიანებით პოეტის სტრიქონებში ჩაიღვრება.
[3:31]მანამდე კი ჯერ ცაგერის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმს დაამთავრებს, მერე ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი გახდება. 1936 წელს კი გაზეთის რედაქციას მიაკითხავს და პირველ ლექსს, ჩვენ მოვედითო დაუბეჭდავენ. აქვე გაიცნობს ნიკა აგიაშვილს და დაიწყება სანიმუშო მეგობრობა. პირველ ლექსს დედას გაუგზავნის და მისწერს, იქნება უკეთესებიც. მერე დედა სათუთად შეინახავს გაზეთიდან ამოჭრილ ორ სტროფს და მომავალ ლექსებს დაელოდება. ამ დროს სტუდენტი ლადო ქუთაისში ძალზე ხელმოკლეთ ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. ბევრი წიგნი და კედელზე ვაჟასა და ბაირონის პორტრეტები. 1937 წელი ახლოვდება და მალე მასაც ხალხის მტრის შვილად გამოაცხადებენ. ეს ხატი მამას ნივთებიდან გადარჩა მხოლოდ, რომელიც სულ თან ჰქონდა. ეს ძიები დებიაჩემად, ლიდა ცხითიშვილმა გამომიგზავნა და მოქსოვილი ქუდი, რომელსაც სათუთად ვინახავ. ლადოს დედ-მამა 1937 წელს დააპატიმრეს. მამა მალე გაანთავისუფლეს. დედა კი უზბეკეთში გადაასახლეს. მას ქუთაისის ციხესთან უკანასკნელად მოჰკრა თვალი ლადომ. ლიდა ცხითიშვილი შავ დახურულ მანქანაში ჩასვეს და მას შემდეგ იგი ახლობლებს აღარ უნახავთ. ლადო ასათიანი კი, როგორც ხალხის მტრის შვილი ინსტიტუტიდან გაირიცხეს, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ აღადგინეს. მაშინ თითქოს ლექსების წერასაც უკლო, თითქოს ის გაუნელებელი ცეცხლიც, მუდამ რომ წვავდა პოეტს, გაქრა. მაგრამ ეს მხოლოდ თითქოს. ჯერ მისმა სიტყვამ შთაგონების ღადარში უნდა გაიაროს. მისმა მშფოთვარე სულმა უნდა იმღეროს. მისი ლექსი სულიერი მხნეობის მაგალითად უნდა იქცეს. მანამდე კი საცხოვრებლად თბილისში გადმოვა და მალე დაამახსოვრდებათ ამ ჭადარზე მიყრდნობილი და გარინდებული. რუსთაველის პროსპექტის ფილაქანზეც სამუდამოდ აღიბეჭდება ლადო ასათიანის მკრთალი ნაფეხურები. კიროვის ქუჩის დასაწყისში მისცეს ბინა და გაეხარდა ნათელი და ფანჯრიანი დიდი ოთახი იყო. მისცეს ბინა, გადაიტანა წიგნები პირველ რიგში ეს თავისი თაროთი და ნელა-ნელა აპირებდა იმას და უცბად გამოუცხადეს, რომ არაო, ეს არა შეიძლება იმ ბინაშიო თქვენი ისაო ყოფნაო, იმიტომ რომ მოკლედ არ ვიცი რაღაც უკანონოდ არიო თუ რაღაცაო და უკან და ძალიან ბევრი წიგნი დაკარგა. მწერალთა კავშირში ყოველდღე დადიოდა თითქმის. ვიღაცაზე ფუნაგურია რომ არ ეთქვა ან რაღაცა ლექსი რომ არ მიეყოლებინა ისე არ გამოდიოდა იქიდან. მაშინ თბილისში პოეტებისა და პოეზიისთვის თითქმის არავის ეცალა. მოგონებებიც სიცხით და ოცნებით თვალებანთებულ გამხდარ ჭაბუკზე ძალიან ცოტამ შემოინახა. მოგვიანებით თანამედროვენი იტყვიან, რომ ლადოს დაღლილი თვალები შინაგანი სინათლესა და სისპეტაკეს აფრქვევდნენო. ხოლო როცა სამშობლოზე, ფიროსმანზე, ტიციან ტაბიძის პოეზიაზე იწყებდა საუბარს, ამ დაღლილი თვალებიდან გამომკრთალი შუქი მთელ სახეს გაუნათებდაო. რუსთაველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა. იყო მუდამ ასე მხიარული ქართველი პოეტი მერქვას. პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ღვინო სიმდიდრედ ჩამითვალეთ. თუ მეტი ვინატრო ან ეს ვითაკილო, ვერ ვნახოს სამოთხის მთვარე. მხოლოდ დრო და დრო დამარეტიანოს ქაშვეთის შემოხედვამ. რუსთაველის პროსპექტზე ხეტიალი ნუ მომიშალოს ღმერთმა. მერე ისინი, ვისაც ახსოვთ, იტყვიან, რომ ეს მაღალი და გამხდარი ახალგაზრდა თითოეული ლექსის ბედს მტკივნეულად განიცდიდა. თუ მასში რამეს შეცვლიდნენ, დაპეჭდვაზე უარს აცხადებდა. ვაჟკაცური გულითადობით გამთბარი მისი სტრიქონები სიცოცხლის შეუქპოვარი რწმენით იყო სავსე. 1939 წელს ჯარში გაიწვიეს ლადო ასათიანი. რკინიგზის სადგურიდან მეგობრებმა გააცილეს. მირზაგელოვანს ხევსურული წინდები მიუტანია საჩუქრად. მალე სამხედრო სამსახურიდან ავადმყოფობის გამო გაანთავისუფლეს. იმ წელს პირველად ჩავიდა აბასთუმანში. ლექსებში კი ამ დროსაც ტრადიციულად არსად ჩანს ტკივილი. რა ლამაზია ყველაფერი ამ ქვეყანაზე. აი, თუნდაც ეს მოშრიალე ჩვენი ჭადარი რუსთაველზე. გინდა სულ ვუმზირო და იფიქრო უკვდავებაზეო წერდა. 1940 წელს სწორედ რუსთაველზე გაიცნო მომავალი მეუღლე, ანიკო ვაჩნაძე. მამა მუშაობდა მაშინ ოპირსპირდაპირ, მესამე სართულზე ნორჩლენილის რედაქცია იყო. დედა მწერალთა კავშირში მუშაობდა. და იქიდან ფეხით მოდიოდა ხოლმე რუსთაველის პროსპექტით და ადიოდა ხოლმე ჭავჭავაძის ქუჩაზე, თავის დედასთან. ხოდა ხშირად ხვდებოდა მაღალ კაცს. და თვალი-თვალში გაუყარეთო ერთხელო და დამამახსოვრდაო და მეორე დღეს რომ მოვდიოდიო, ამხანაგთან ერთად მოვდიოდიო. ამ დროს ნიკა აგიაშვილი შემხვდაო, ამ დროს ლადომ გამომიარაო. და უკვე ნანახი მყავდაო და ნიკამ გაიცანიო ეს ლადო ასათიანიო, არიო. იმ დღეს წერილი გაუგზავნა მწერადქრაფშიო, უფრო სწორად, მეორე დღეს. და სიყვარულის ახსნა იყო. პირველი ნახვით შეყვარება და რატომღაც დავხიეო, ძალიან ლამაზი წერილი იყო და სიკვდილამდე იმას ჩავრობდა, რომ როგორ დავხიე ეს წერილიო. სახლში რომ ამოვიდა დედამ მისმა უთხრა ბებიამ, ანი ვასასია, ანიც ხლის შვილი გახლდათ ბებია და ერთი შენი თავი გამათხოვებინა არაფერი არ მინდაო. მაგაზე ადვილი რა არიო, ხვალვე მოგიყვანო სასიძო სო, თუ მოგეწონება გავყვებიო. ბებიას დაფაცურდა და იმაზე ნავთქურაზე რაღაცეები გააკეთა რაც შეძლო, ანიკო შეხვდა ლადოს და ამოიყვანა სადილად სახლში. და სამზარეულოში გამოვიდა და მოგეწონაო და კიო რახან მე ლევან კიკნაძესთან ერთად მოვიდა და კიო რა კარგი კაციაო და ლევანზე უთქვია. არა ეგ არ არიო ლადო, ლადო მეორეაო. არაუშავსო, იყოსო, ეგეც კარგიაო. ხოდა მერე მალე მოხვდა ეს ხელის მოწერა, 40 წელში მოაწერეს ხელი. 41-ში მე გავჩნდი. შენ იმალები, მეგობარო, შენ ლამაზ თვალებში, შენსავით გაიშრიალოს სხმელეთს გადალახოს, ქალობა დაიპყაროს, ცად ქვეყანამ ნახოს, მე კი თუნდ მიწა მეყაროს სადმე, თბილისის ახლოს. შენ შავო, სანო, შავთვალო, შავი სამარე გფარავს. ჩემი მანანა აკვანში ხან გაიცინებს, ხან არ. იავარდი ერთ-ფიან, იტყვიან, იავნანას. 24 წლის ასაკში ლადომ უკვე იცოდა, რომ უკურნებელი სენით იყო დაავადებული. უკვე მთაწმინდაზე ასვლაც აღარ შეეძლო. მაგრამ არსად წუწუნი. მოგვიანებით მასზე იტყვიან, რომ ლადო ასათიანის სტილი მისი დროის ახალგაზრდა ქართველი კაცის აზროვნების, გრძნობებისა და მეტყველების სტილია. ასე მსჯელობდნენ მაშინ ცხოვრების ავ-კარგზე, ასე ფიქრობდნენ წარსულსა და მომავალზე. ასე საუბრობდნენ სიყვარულზე. დიდი სიყვარული ჰქონდათ დედას სიკვდილამდე. ყოფდა. ერთი და ალბომი აქ და იქ არის ის მიძღვნელი ლექსი, რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, რომელიც ნამღერულია მერე. და ყველა პოეტს აქვს მიძღვნილი, გალაქტიონსაც კი ასენებს და ტაბიძეს ვაჩვენე და გალაქტიონის ხელიამეთქი კიო, გალაქტიონის ხელიამეთქი. მერე ყველა ლექსზე ლადოს მინაწერია, გარდა გალაქტიონის ლექსისა. თავისი ორი ლექსი არი ჩაწერილი და ამოტიფრულია სხვათა შორის, როგორ გააკეთებინა ეს ალბომი არ ვიცი, ოქროსფერი ასოებით. აბასთუმანში პატარა გალია, სახლი ამ მთის ძირში მიდგმული. ამ სახლში წაბლისფერთმიანი ქალია, დიდბუნებოვანი და დიდგული. აბასთუმანი, ხაბასთუმანი, მზემ ფანჯრებიდან შემოანათა, ჩემი საწოლი და სასთუმალე, ჩემი პალატა, თეთრი პალატა. ლადოს პოეზიაში აბასთუმნის თემას დიდი ადგილი უკავია. აქ წელიწადში რამდენიმე თვეს ატარებდა.
[12:43]ამ დროსაც სიცოცხლის შეუქპოვარი რწმენითაა სავსე მისი ნაპერწკლიანი ლექსი, უშიშარია და იმედიანი მისი ყოველი სტრიქონი. განსხვავებულია მისი სიტყვა. კილო კი ლაღი, უშუალო და ომახიანი. მეგობრისადმი გაგზავნილ წერილს მაინც ასე ასრულებს. ჩემი ფილტვების მიხედვით, მე მალე უნდა მივიცვალო. აბასთუმანში ხშირად დადიოდა, ან სამსახური უკეთებდა საგზურს, ხან დედა ყიდდა. ხანდახან ლადოს ნივთიც გაუყიდია, ხანდახან თავისი უკანასკნელი ფეხსაცმელიც, რომ საგზური ეშოვა და მიდიოდა თითქმის ყოველთვის. პური არ იშოვებოდა, რაღაცა, ძაან ძნელიაო და მოკლედ დედა ეხმარებოდა ყველანაირად. აივანზეა გადაღებული სწორედ აი ის სურათი. და ხეივანსაც ლადოს სახელი ჰქვია. ხშირად ადიოდა ხოლმე აბასთუმანში, მაღლა ობსერვატორიაში და იქიდან გადმოხედავდა ხოლმე აბასთუმანს. სასაფლაოს, აბასთუმნის სასაფლაოს შთაბონები. კი, კი, იქ ნახა ის ყველაფერი არაფერი იქნება, რომ არ არის ნაყადული, რომელიც მოჩქეფს მთიდანო და ორად ყოფს საფლავსო. და სიცოცხლე უშიშარი და როგორ სთქო საფლავსო, სიცოცხლე უშიშარი ლექსია გამოყენებული. აბასთუმანში მიიღო ლადომ თავისი პირველი წიგნი. მისი გამოსვლა პატარა მანანამ ახარა, როგორც მამა ეძახდა მისმა ჩიტუნია მზეწვიამ, მისმა პაცაწინა ტელეგრაფისტმა. ტელეგრამა გაუგზავნა დედაჩემმა, მამიკო გიგზავნი შენს პირველ კრებულს ლადო გუდიაშვილის მხატვრობით დედასთვის უთხოვია ლადოს, რომ იქნებაო შენო იცნობო გოდიაშვილსო და იქნებაო ჩემი ლექსების კრებული მან გააფორმოსო და ლადომ დახატა ეს და გამოიცა ეს წიგნი შაქრის ქაღალდზე. რა კარგი იყო ბარდნალა. ბარდნალელების ბორანი. ვარდებიანი ბარდნარი ბულბულთა ნაამბორალი. ჩემი ხორგო და მარანი. ჩემი ცეცხლი და ღადარი, სახლის წინ ნაგრი გალარი, გაფიტრებული ჭადარი. ჩემი კავი და სახნისი, ჩემი თონე და ბეღელი და დედა დიასახლისი, ჯანღონე გაუტეხელი. ჩემი პაწია ქოთანი დუღილით ნაფოთქოთარი. ლადო თავის უკანასკნელ სიმღერას მღეროდა. ისევ არსად ჩივილი, ისევ იმედიანი, ნაპერწკლიანი ლექსები. ისევ სიმხნევის მომნიჭებელი პოეზია. ისევ მარადიული ახალგაზრდობის თემა. დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარა, რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს. ჩემო ძვირფასო, ყველაზე ულამაზესო გარეგნულად და უფაქიზესო სულიერად შვილო. უზბეკეთიდან გამომგზავნილ წერილში წერდა დედა. სულ გარეთ და გაშლილ ჰაერზე მინდა ყოფნა. თითქოს მალე დავხუჭავ თვალებს და ვეღარ დავინახავ თბილისის ცეცას. ერთხელ წამოცდა თითქოს ლადოს. მეგობრებს ახლა განსაკუთრებული სინაზით უყვება თავის მშობლიურ კუთხეზე. ნამკაშურის წისქვილებზე, პაპის ხელით გაჯორკილ ტახტზე თუ ზვიად საწყლულზე. ყველაზე მეტად მამის ნახვა ენატრებოდა. 1943 წლის 23 ივნისის დილას ლადოს ანიკოსთვის უთქვამს, მამა დამესიზმრა და ვიცი აუცილებლად ჩამოვაო. მართლაც ცოტა ხანში ამ ეზოს ჭიშკარი მელქისედეკ ასათიან შეუხია და ლადოს ბინა უკითხავს. იგი ჯერ მეორე სართულზე არ იყო ასული, როცა ლადო ასათიანი გარდაიცვალა. ერთი ხელი აწია მაღლაო და მათქვაო, ის მაიყო, მანანა იყო თუ მან მამაო ვერ გავიგეთ. დაო ანიკო, რა სიტყვები უნდა გამონახო, რომ განუგეშო. არც განუგეშებ, არა. წერდა ნიკა აგიაშვილი, ანიკო ვაჩნაძეს, ლადოს გარდაცვალების შემდეგ. მერე პატარა გოგოს მეხსიერებაში სასაფლაოს გზა შემოვიდა. მერე მისთვის დედ-მამა სიყვარულის ლეგენდა გაცოცხლდა. მერე იგრძნო ბედნიერება, ლადოს შვილობა რომ ჰქვია. მამა რომ გარდაიცვალა, ნათლიებად კონსტანტინე გამსახურდია, სიმონ ჩიქოვანი, ნიკა აგიაშვილი და ლადო გუდიაშვილი იყვნენ. მერე ცოლებმა მომართეს ბაგის სასაფლაოზე დავყავდი დედას. და ჯოხს ავიღებდი ხოლმე და ჭიანჭველები იყო ძაან ბევრი რა ვკლავდი. და წამოდიო კაცო, რამდენი ხანი უნდა იყო აქო. უნდა მოვკლაო, მამას შეჭამენ-მეთქი, ჩავალენ და მამას შეჭამენ-მეთქი. და მომკიბებდა ხოლმე ხელს და წამომიყვანდა ისე. ერთხელ გზაში შემოგვხვდა შალვა აფხაიძე. მე ხუთი წლის ვიყავი, რა ჰქვია. სულ დავყავდი. გრუზავიკით მივდიოდით ხანდახან. შალვას მოუყვა დედამ ამბავს, რომ ასე ჭიანჭველებს კლავსო და არ მოდისო. ბატონმა შალვამ თავზე ხელი გადამისვა და მითხრა ნუ გეშინია ჩემო მანანა, ჭიანჭველები მამა შენს ვერაფერს დააკლებენო. და მე მახსოვს პირველი საღამო ლადოსი, რომელიც მწერალთა კავშირში გაიმართა, იქ ანა კალანდაძემ წაიკითხა ლადოსადმი მიძღვნილი ლექსი სასაფლაოს გაზაფხული. სერგო ზაქარიაძე გამოვიდა, მე პატარა ვიყავი და ხელით გადამატარეს იცით ესე, ბევრი ხალხი იყო და პირველ რიგში აღმოვჩნდი, სერგო ზაქარიაძემ სასაფლაო წაიკითხა და ცრემლები ჩამოსდიოდა და მეც ავტირდი. ქართულ პოეზიაში ლადო ასათიანის მიერ დატოვებულ სინათლეზე გურამ ასათიანი ამბობდა, რომ ეს სინათლე არასოდეს ქრება და თან უჩვეულო სითბოს გამოსცემსო. ლადო ასათიანის სტრიქონებს თითქოს ალმური ასდისო. ეს მისი მშფოთვარე სული უმღეროდა საქართველოს ლურჯი ცის თალანს და უფლისციხესთან გაშლილ ყაყაჩოებს. პოეტთან ერთად მისი სტრიქონებიც მარადიულ ახალგაზრდებად დარჩნენ. და რადგან მერგო ვიყო პოეტი, ჩემი ცხოვრების სამედიცო, რადგან ამ ქვეყნად მისთვის მოვედი, რომ მხოლოდ უნდა ლექსები მწერაო. რადგან სხვა რამე სიმღერის გარდა ახლაც ვერ შველის ტკივილებს ჩემსას მჯერა ამდია დია ბუნების კართან მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად და გარდაქმნა კიდევაც. ეს მარად ჭაბუკად დარჩენილმა ლადო ასათიანმა თავისი დაუღალავი სიმღერით შეძლო. ყმაწვილურმა ლოცვის ძალამ გადარაზა სიკვდილის კარი და მარადიული ჭაბუკური თრთოლვაც ყველას გადაედო. მერე კი ლადოს მზიური სულის ანარეკლით განათდა მისი გულიდან მოწყვეტილი და ლექსებად დაღვრილი გრძნობები. და ამ ლექსად ქცეული კაცის ფიქრებიც მარადიულ საფიქრალად იქცა.



