[0:01]1901. 1905, 1912, 1917, 1922, 1924, 1926, 1930, 1935, 1938, 1944, 1949, 1954, 1960, 1965, 1970, 1975.
[0:20]ეს არის ექვთიმე თაყაიშვილი 1864-1953.
[0:38]1921 წლის 11 მარტს დილის 9 საათზე ბათუმის პორტში მყოფი უამრავი ადამიანი ფრანგული კრეისერის ერნესტ რენანის ზღვაში გასვლას ადევნებდა თვალს. ხომალდმა გეზი თურქეთისკენ აიღო. გემზე მყოფთა სილუეტები ჯერ კიდევ გარკვევით ჯანდა, როცა ნაპირზე შეკრებილთა ყურადღება პორტში გამოჩენილმა ორმა ადამიანმა მიიპყრო. ეტლიდან გადმოსული ასაკოვანი ხელჯოხიანი მამაკაცი საზღვაო ბაქნისკენ კოჭლობით, თუმცა სწრაფად მიემართებოდა. მას ფეხდაფეხ ქალბატონი მიჰყვებოდა, ორივე დაბნეული და შეშფოთებული ჯანდა. მათი გემით დათქმულ დროზე ადრე გავიდა, ხელჯოხიანი მამაკაცი ცნობილი მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი იყო. მას მეუღლე, ნინო პოლტორაცკაია ახლდა. ერთი დღით ადრე მათი მეტვალყურეობით კრეისერზე 200-მდე დიდი ყუთი დაიტვირთა. ყუთებში საქართველოს საუნჯე, უძვირფასესი სამუზეუმო ექსპონანტები ეწყო. ქვეყანაში შემოჭრილი ბოლშევიკებისგან დასაცავად, მენშევიკურმ მთავრობას განძის საფრანგეთში გადამალვა განეზრახა. საუნჯის დაცვა და შენახვა ექვთიმე თაყაიშვილს დაევალა. ბათუმში ცოლ-ქმარმა კერძო იუგოსლავური გემი იქირავა და განძს სტამბულში დაეწია. საგანძურმა და მისმა მცველებმა მარსელში მშვიდობით ჩააღწიეს.
[2:18]1921 წლის თებერვლის შუა რიცხვებში წითელი არმია საქართველოს დედაქალაქის მისადგომებს მიუახლოვდა. ამიტომ დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ თბილისიდან სასწრაფო ევაკუირება გადაწყვიტა. 20 თებერვლის საღამოს საქართველოს მუზეუმების ზედამხედველი ექვთიმე თაყაიშვილი მთავრობის მეთაურმა ნოე ჟორდანიამ იხმო. მან მეცნიერს განსაკუთრებული მისია დააკისრა. მიეცა დავალება, რომ შეფუთოს მთელი სამუზეუმო ქონება და გაამზადოს იგი ქუთაისში საევაკუაციოდ. აქ ჯერჯერობით ქუთაისში ევაკუაციაზეა საუბარი, გატანაზე ჯერ საუბარი არ არის, იმიტომ, რომ მე შევიკურ მთავრობას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ის მალე დაბრუნდება. და მიცემულია სულ ერთი ერთი ღამე. იმავე საღამოს ექვთიმემ მუზეუმების დირექტორები და თანამშრომლები შეკრიბა. მთელი ღამე იმუშავეს და დილით სადგურში 154 ყუთში ჩაწყობილი განძი მიიტანეს. სამუზეუმო ექსპონატებს შორის იყო დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და დავით კურაპალატის ჯვრები, მეხუთე საუკუნის ოქროს სამკაულები, უძველესი ხატები, ხელნაწერები, ფერწერული ტილოები და მომინანქრებული ნივთები. სადგურში მიიტანეს სახაზინო ქონებაც, რომელიც მთლიანობაში 2229 კგ-ს იწონდა. ქონების დიდ ნაწილს ოქროს ზოდები და მონეტები შეადგენდა. ქუთაისის ხაზინეში განძს ხუთი დღე ინახავდნენ. მთავრობას მისი უცხოეთში გატანა ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა. 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი აიღო. ბოლშევიკთა წინსვლამ მოვლენების განვითარება დააჩქარა. 1921 წლის პირველ მარტს სხვადასხვა პარტიის მიერ ერთობლივად შედგენილმა კომიტეტმა მთავრობის წევრებთან ერთად განძის ბათუმში გადატანისა და ფრანგულ კრეისერზე მოთავსების შესახებ გადაწყვეტილება თითქმის ერთხმად მიიღო. სამაგიეროდ უთანხმოება სხვა საკითხმა გამოიწვია. კამათი იწყება მას მერე, როდესაც დგება საკითხი, თუ ვინ უნდა უპატრონოს ამ განძს, ვის უნდა მიანდონ ეს პასუხისმგებლობა. და როგორც ხშირად ხდება ხოლმე საქართველოში, ყველა პარტიას თავის კანდიდატურა ყავს. ერთადერთი პიროვნება, ვისზეც შეთანხმდნენ, ეს იყო ისევ მექვთიმე თაყაიშვილი. ეს მაშინ, როდესაც თვითონ ექვთიმეს დიდად სურვილი ემიგრაციაში წასვლის არ აქვს და არც აქვს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ეს ამ გადაწყვეტილებას ის მაინც იღებს ისევ და ისევ იმისათვის, რომ შემდგომ განძს უპატრონოს. ქუთაისიდან ბათუმში განძი მატარებლით ჩაიტანეს. რკინიგზის ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ ვაგონები ვაგზლიდან შორს დააყენა. მცველები, რომლებიც მატარებელს ქუთაისიდან მოჰყვებოდნენ, უკან დაბრუნდნენ და ქვეყნის სიმდიდრე დაცვის გარეშე დარჩა. ეშელონის სადარაჯოდ შეიარაღებული პირების გამოყოფა ექვთიმემ ქალაქის გამგეს გიორგაძეს ტელეფონით სთხოვა. გიორგაძემ დახმარება აღუთქვა. თუმცა რამდენიმე დღე მატარებელთან არავინ გამოჩენილა. ამ ხნის მანძილზე საქართველოს ეროვნულ საუნჯეს მხოლოდ ორი ასაკოვანი ადამიანი, ექვთიმე და მისი მეუღლე დარაჯობდნენ. საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად ბათუმში ძარცვისა და ყაჩაღობის ფაქტები გახშირდა. სამუზეუმო ექსპონატებიდან ექვთიმემ კაჟიანი თოფი შეარჩია, მხარზე გადაიკიდა და ვაგონებს ასე დარაჯობდა. ძნელი წარმოსადგენია, რომ არავის არ სცოდნოდა ამ განძის თაობაზე, იმიტომ, რომ იმ ქაოსის პერიოდში რაღაც რამე კონფიდენციალურად ესეთი ოპერაციის განხორციელება არ მგონია, რომ შესაძლებელი ყოფილიყო და იყო კიდეც შემთხვევები, როგორც აღწერენ, რომ პლატფორმაზე რამდენიმე უცხო საეჭვო პირი შეიკრიბა, მაგრამ რა რა მიზნით არ ვიცი ძარცვას ადგილი არ ჰქონია. დროდადრო, როცა ეშელონის გარშემო სიარულისგან ღონე ეცლებოდა, ექვთიმეს მეუღლე ცვლიდა. ვაგონში, სადაც ცოლ-ქმარი მორიგეობით ისვენებდა, მხოლოდ ყუთები ეწყო. მოხუცებს იქ ჩაწყობილი ნივთების დაზიანების ეშინოდათ და მოსასვენებლად იატაკზე დაგებულ მომცრო ჭილოფს იყენებდნენ. ყოველ დილით ექვთიმე ხის ტოტებს ამტვრევდა, რომ ხანდახან ვაგონებთან ცეცხლი დაერთო. კოცონთან თბებოდნენ, კონსერვის ქილაში წყალს ადუღებდნენ და მასში ქუთაისიდან წამოღებულ პურს ალბობდნენ. ხუთ მარტს ეშელონთან ქალაქის გამგის წარმომადგენლები მივიდნენ. ამ დროისათვის ბათუმში ეკლესია-მონასტრების, აგრეთვე ბორჯომისა და ლიკანის სასახლეების ქონებით დატვირთული მატარებელიც ჩავიდა. მალე მთელი განძი ფრანგულ კრეისერზე დატვირთეს.
[7:31]გემის კაპიტანმა ექვთიმეს სამხედრო ხომალდზე წინასწარ ასვლა კატეგორიულად აუკრძალა. სამაგიეროდ შეპირდა, რომ ერნესტ რენანს პორტიდან გასვლის წინ აუშვებდნენ. კაპიტანმა პირობა დაარღვია. ხომალდმა ბათუმის ნაპირი დათქმულ დროზე ადრე დატოვა.
[7:51]ექვთიმე თაყაიშვილი 1863 წლის 5 იანვარს ოზურგეთის მაზრის სოფელ ლიხაურში აზნაურის ოჯახში დაიბადა. ამ დიდებული პიროვნების ბედი დაიყბალი თავიდან ცოტა ვერ წარემართა ისე, როგორც საჭირო იყო. რამდენიმე დღის დაბადებულ ბავშვს გარდაეცვალა მამა. სულ რამდენიმე წლის იყო, სრულებით პატარა ბავშვს გარდაეცვალა დედა და მისი აღმზრდელობა დედულეთმა და მამულეთმა იკისრა. პატარა ექვთიმე ცელქი და მოუსვენარი იყო. ერთხელაც მსხლის ხიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. სოფლის ექიმმა ბავშვს ცუდად უმკურნალა და თაყაიშვილი დაკოჭლდა. შვიდი წლის ექვთიმე ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში მიაბარეს, შემდეგ ფოთის სკოლაში. მოგვიანებით კი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში გადაიყვანეს. მისი ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა. ბიჭს ხშირად ზამთრისთვის თბილი ტანსაცმელიც არ ჰქონდა და თავს უმცროს კლასელთა მომზადებით ირჩენდა. მას სახელმძღვანელოების შესაძენი ფულიც არ გააჩნდა და იძულებული იყო პედაგოგების მონათხრობი კარგად დაემახსოვრებინა. თავის უახლოეს მეგობართან ნიკო მარტან ერთად ექვთიმე გიმნაზიაში საუკეთესო მოწაფედ ითვლებოდა. მისი მიდრეკილება ჰუმანიტარული მეცნიერებებისადმი უფრო გამოკვეთილი იყო და გამოკვეთილი იყო ბავშვობიდან. ეს მის ატესტაციში ჩანს, როდესაც მან მართლა ფრიადებზე დაამთავრა ფაქტიურად ქუთაისის გიმნაზია. ფრიადები ყავს ყველა დისციპლინაში, გარდა ტექნიკური საგნებისა, გარდა იმისა, რომ ის ასე ვთქვათ მიიღო კლასიკური განათლება, იცოდა ლათინური, ძველბერძნული ენები, საკმაოდ კარგად ფლობდა გერმანულ, ფრანგულ ენებს. გიმნაზიის ვერცხლის მედალზე კურსდამთავრებულმა უმაღლესი განათლების მიღება პეტერბურგში გადაწყვიტა. ერთი თვის შემდეგ იგი რუსეთის იმპერიის ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში, პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ქართველები თუ ვინმე აღიზარდა და საქართველოს გამოადგა, დაწყებული ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი და ბევრი, ყველას პეტერბურგში ჰქონდა მიღებული დიდი განათლება და პეტერბურგი მარტო სარუსეთო უნივერსიტეტი არ იყო. პეტერბურგის საევროპოდონის უნივერსიტეტი იყო, სადაც მეტისმეტად მაღალი რანგის პროფესურა მუშაობდა და პეტერბურგში სწავლისას ექვთიმე ქართველთა სათვისტომოშიც მოღვაწეობდა. მოგვიანებით პეტერბურგშივე ილია ჭავჭავაძესაც შეხვდა. ილიამ თანამემამულეებს საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის დახმარებას სთხოვა. სათვისტომომ რამდენიმე საქველმოქმედო საღამო გამართა და მიღებული თანხა თბილისში გაგზავნა. ექვთიმემ სწავლა წარჩინებით დაასრულა. მალე დისერტაციაც დაიცვა და თანაკურსელთაგან პირველმა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიიღო. ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნის დროს ის მეგობრობდა ნიკო მარტან და ალიოშა სვანიძესთან. და ჯერ კიდევ საქართველოში სამა მეგობარმა ფიცი დადო, რომ რუსეთში სწავლა განათლების მიღების შემდეგ, ისინი უეჭველად ჩამოვიდოდნენ საქართველოში და მთელ თავიანთ ძალას და ენერგიას მოახმარდნენ ქართველი ხალხის განათლების საკითხს. 25 წლის თაყაიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა თბილისის თავადაზნაურთა სკოლაში დაიწყო. ახალგაზრდა პედაგოგი ოთხ საგანს, ლათინურ და ბერძნულ ენებს, აგრეთვე გეოგრაფიასა და ისტორიას ასწავლიდა. მალე ისეთი ავტორიტეტი მოიპოვა, რომ დირექტორის მოადგილის ფუნქციები დააკისრეს. ცოტა ხანში 32 წლის ექვთიმე სასწავლებლის დირექტორად დაინიშნა. ექვთიმე 32 წლის ასაკში დაოჯახდა. ცოლად ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის, იურისტ ივანე პოლტორაცკის ქალიშვილი ნინო შეირთო. ცოლ-ქმარმა ერთად 36 წელი გაატარა, მათ მემკვიდრე არ შესძენიათ. პეტერბურგიდან დაბრუნებულმა ექვთიმემ პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ხელი სამეცნიერულ კვლევებსაც მოჰკიდა. იმავდროულად წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავში უსისტემოდ თავმოყრილი ძველი ქართული ხელნაწერების აღრიცხვას შეუდგა. მუშაობის შედეგებს დროდადრო გაზეთ ივერიაში აქვეყნებდა. 1890 წელს წერა-კითხვის საზოგადოებამ ექვთიმე თაყაიშვილს ხელნაწერთა სამეცნიერო კატალოგის შედგენა დაავალა. ამ ინიციატივას რამდენიმე მეცნიერი წინ აღუდგა. მათი აზრით, მსგავსი სირთულის საქმეს ახალგაზრდა ექვთიმე თავს ვერ გაართმევდა. მალე ვითარება უფრო გართულდა და თაყაიშვილის მთავარ ოპონენტად ისტორიკოსი თედო ჟორდანია გამოდიოდა. პრობლემები იმთავითვე შეექმნა, როდესაც პირველი ნაშრომი გამოაქვეყნა ეხება შატვერდის კრებულს, სადაც ის ამტკიცებს და საკმაოდ საფუძვლიანადაც, რომ ეს არ არის, როგორც მაშინ იყო მიღებული მე-9 საუკუნის, არამედ მე-10 საუკუნის ქმნილება გახლავთ. ეხლა ქართველები ხშირად სხვებს ვაბრალებთ ხოლმე, მაგრამ ჩვენც გვახასიათებს ხოლმე გვიყვარს დაძველება ფაქტების თუ მოვლენების, მაგრამ როდესაც პირიქით ხდება და აღმოჩნდება, რომ ესა თუ ის ხელნაწერი ან რაიმე მსგავსი ნიმუში არის უფრო გვიანდელი, ცოტა საწყენიც არის და ეს წყენა და კრიტიკა ასე ვთქვათ სტატიებშიც კი სტატიების სახითაც კი გამოვიდა და არ შემოფარგლულა მხოლოდ კრიტიკით.
[14:04]ამისას დუელამდე მიდგა საქმე, უფრო სწორად დუელი თედო ჟორდანიასთან არ შემდგარა, როგორც ამბობენ, ილია ჭავჭავაძე ჩაერია და ასე ვთქვათ მან შეარიგა ეს ორი პიროვნება ერთმანეთს. გამორჩეული იყო თაყაიშვილის ნაშრომის სახელწოდებით აღწერილობა. იქ მე-12, მე-14 საუკუნეების ქართული ლიტერატურის ათობით თხზულება განიხილებოდა. რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიამ ამ კვლევას ოქროს მედალი მიაკუთვნა. მის მიერ ჩატარებული ქართული სიტყვიერების პუბლიკაციები, ქართული ხელოვნების ძეგლების აღწერა, თუ ხელნაწერთა აღწერები, რომელსაც ის ატარებდა, როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენაზეც, თუმცა რუსულ ენაზე გაკეთებული მისი აღწერები ყველა არც დაბეჭდილა გარკვეული სიძნელეების გამო,
[15:00]მაგრამ რომ გადავხედავთ ამას, ეს არ არის მშრალად ჩატარებული მხოლოდ აღწერა, იქ საკმაოდ ჭარბად არის მოცემული სამეცნიერო ანალიზი, რაც ელემენტარულად აყენებდა მას იმ გზაზე, რომ უნდა გაეგრძო, გაეგრძელებინა მას სამეცნიერო კვლევა. 1890-1920 წლებში ექვთიმემ 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი დაწერა. წლების მანძილზე მთელ საქართველოში ექსპედიციებს აწყობდა და ისტორია-არქეოლოგიისთვის მნიშვნელოვან მასალას აგროვებდა. ექსპედიციებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ლეჩხუმ-სვანეთის, რაჭისა და ტაო-კლარჯეთის აღმოჩნდა. ექვთიმემ აღრიცხა, გადაიღო და შეისწავლა ბევრი ისეთი ძეგლი და ხელნაწერი, რომელიც ამჟამად დაკარგული ან განადგურებულია. ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს უდიდესი ნაწილი მოიარა და ყველგან ასე ვთქვათ იწერდა მასალებს, აი რომ შევიდოდა სოფელში მაგალითად, არა თუ რამე ნანგრევი იყო ან ქვაც თუ ეგდო ისიც ან ეკლესია მითუმეტეს. ეკლესიაში ან ხელნაწერი თუ იყო ან სიძველეები თუ იყო, ყველაფრის აღწერა ხდებოდა, ტოპონიმიკა, რა ერქვა, ღელე ჩამოდიოდა თუ მდინარე თუ უბნები რა ერქვა და შეადგინა სერია მისი გამოვიდა რუსულად არხელოგიჩესკი ექსკურსი რაზესკანე იზა მეთქი. ოთხი თუ ხუთი ტომი და ქართულად არქეოლოგიური მოგზაურობანი. აი ეს წიგნები დღემდე ასე ვთქვათ არის სამაგიდო წიგნები ბევრი ჩვენი, ნუ უმრავლესობა ისტორიკოსებისა და არა მხოლოდ ისტორიკოსებისათვის. ივანე ჯავახიშვილთან, ნიკო ცხვედაძესთან, ფილიპე გოგიჩაიშვილსა და სხვა სახელოვან მეცნიერებთან ერთად ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი იყო. 1917 წელს უნივერსიტეტის პროფესორთა კოლეგიის პირველი სხდომაც სწორედ მის ბინაში გაიმართა. ერთი წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, მენშევიკურმა მთავრობამ ცნობილი მეცნიერი დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის თანაშემწედ დანიშნა. იმავდროულად ექვთიმე ქვეყნის მუზეუმების ზედამხედველად მუშაობდა. ასე გაგრძელდა 1921 წლამდე, სანამ იგი ფრანგულ გემზე არ აღმოჩნდა. საქართველოს ეროვნული საგანძურით დატვირთული გემი მარსელის პორტში 1921 წლის 10 მარტს შევიდა. საუნჯე საფრანგეთის ბანკის მარსელის განყოფილებაში მოათავსეს. მენშევიკების მიერ თავის კუთვნილებად გამოცხადებული სახაზინო ქონება, ძირითადად ოქროს ზოდები და მონეტები, მთავრობის წარმომადგენლებმა პარიშში წაიღეს და გაყიდეს.
[17:49]პარიშში გაემგზავრა თავად ექვთიმეც. უკვე პარიზიდან მთავრობა რამდენიმე ემიგრანტთან ერთად უკვე გადადის ლევილში და იქ გადადის ექვთიმე თაყაიშვილიც. საკმაოდ ვიწროდ ცხოვრობენ, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ქონების ნაწილის, გატანილი ქონების ნაწილი, ძირითადად ხელნაწერები, რომელზედაც ის მუშაობას აგრძელებდა, მასთან ინახებოდა ფაქტიურად. მეცნიერმა ემიგრაციაში 24 წელი დაჰყო. ამ ხნის მანძილზე მას საქართველოს საგანძურის ექსპონატების გაყიდვა არაერთხელ შესთავაზეს. უცხოელი მეცნიერები და სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმების წარმომადგენლები ემიგრანტს სოლიდურ ანაზღაურებას სთავაზობდნენ. თუმცა ექვთიმე შევალი იყო, მას არც ერთი ექსპონატი არ გაუყიდია, მეტიც.
[18:45]განძს დროდადრო პარიზის ბაზრობებზე საკმაოდ იაფად შეძენილი ისტორიული ნივთებით ამდიდრებდა. ექვთიმე საფრანგეთშიც ღარიბად ცხოვრობდა. ერთი მარჩენალი თხა ჰყავდა და თავს ხშირად საკუთარი ხელით მოყვანილი ხილითა და ბოსტნეულით ირჩენდა. დღე მიუწერია ამ თვეში ამდენი დღე ვიშიმშილე, იმ თვეში ამდენი ჩასაცმელი არა აქვს, დასახური არა აქვს, ერთი ნივთი რომ გაეყიდა, ექვთიმე თავის თავს კი არა მთელ გადასახლებულ ემიგრანტებს გამოგვეპამდა, გამოკვებამდა ერთი რა ჰქვია, 10 წლის განმავლობაში. არ იკადრა ეს და არ ჩაი არ გააკეთა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მხცოვან მეცნიერს თანამემამულეები უვლიდნენ. 1930 წელს განძი მარსელიდან პარიზის ბანკში გადაიტანეს. მალე საგანძურის მნიშვნელოვან ნაწილზე პრეტენზია დადიანების შთამომავალმა სალომე დადიანმა ობოლენსკაიამ განაცხადა. საქმე ისე გართულდა, რომ პარიზის სასამართლომდეც კი მივიდა. ობოლენსკაიეს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. იმავდროულად სასამართლომ საქართველოს საგანძური უპატრონოდ გამოაცხადა და რევოლუციის შემდეგ რუსეთიდან ჩამოტანილ ქონებას მიაკუთვნა. ეს ქონება საფრანგეთის საკუთრებად იყო აღიარებული, რადგან მეფის რუსეთს საფრანგეთის დიდძალი ვალი ჰქონდა. ემიგრაციაში ყოფნის უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ხნიერმა და ავადმყოფმა ექვთიმემ საფრანგეთის ხელისუფალთ მრავალი წერილი გაუგზავნა. თაყაიშვილი საგანძურის დაბრუნებას ითხოვდა, თუმცა მისი ყოველი ცდა უშედეგოდ დასრულდა. წერილებს ექვთიმე სამშობლოშიც გზავნიდა. იგი ქართველ მეცნიერებს თხოვდა, ქვეყნის ხელმძღვანელობა დაერწმუნებინათ, რომ მათ შესაბამისი ზომები მიეღოთ და საუნჯე საქართველოში დაებრუნებინათ. საკითხი საგანძურის საქართველოში დაბრუნების თაობაზე ომამდეც განიხილებოდა. იგულისხმება მეორე მსოფლიო ომი. როგორც ჩანს, ამ დროს უკვე სახსარი ემიგრაციულ მთავრობას არ აქვს იმისათვის, რომ შეინახოს საგანძური და ერთ-ერთ განიხილება ბევრი ვარიანტი და მათ შორის ერთი, რომ დაბრუნდეს იგი სამშობლოში. ამ დროს საქართველოში ჯერ ისევ ლავრენტი ბერია მოღვაწეობს და საინტერესო ისაა, რომ ემიგრაციული მთავრობის ამ თხოვნაზე ბერია უარით პასუხობს ძალიან საინტერესო მიზნით, რომ ჯერ საქართველოში ნიადაგი არ არის იმისათვის, რომ ეს განძი დაბრუნდეს და ეს განძი საქართველოში შესაძლო არ გაჩერდეს. 1940 წელს ფაშისტურმა გერმანიამ საფრანგეთის ოკუპაცია მოახდინა. ნაცისტებმა ქართული სიმდიდრის შესახებ იცოდნენ და საგანძურს გამალებით დაეძებდნენ. ფრანგებმა განძი ვერსალის სასახლეში გადამალეს. ექსპონატების გადატანაში ექვთიმეს მონაწილეობდა. ქართველმა მეცნიერმა რამდენიმე ფრანგთან ერთად საუნჯე სასახლის სარდაფში ჩაიტანა და ზემოდან სამშენებლო ნარჩენები დააყარა. ვერსალის ცივ სარდაფში გატარებულმა ოთხმა დღემ მოხუცის ჯანმრთელობა კიდევ უფრო შეარყია. დასნეულებული ექვთიმე სარდაფიდან საკაცით ამოიყვანეს. 1943 წლის იანვარში ლეველში ექვთიმეს სახლთან გერმანელი სამხედროები გამოჩნდნენ.
[22:15]მეცნიერის ბინაში მათ ნახატებსა და დაბეჭდილ ყუთებს მიაგნეს. ექვთიმემ ნაცისტებს აცნობა, რომ ეს ყოვლად უვარგისი, ნაგავსაყრელზე მოგროვებული ნივთები იყო, რომელსაც არავითარი მატერიალური ღირებულება არ გააჩნდა. მოხუცის დახვეწილმა გერმანულმა საუბარმა რაზმის ხელმძღვანელზე გავლენა მოახდინა. თაყაიშვილმა მოახსენა, რომ გერმანული ენის სპეციალისტი იყო. სამხედროებმა შენობა დატოვეს. 1944 წლის დეკემბერში მოსკოვს საფრანგეთის მთავრობის მეთაური, გენერალი დეგოლი ესტუმრა. მოკავშირე სახელმწიფოს ხელმძღვანელთან იოსებ სტალინთან მან რამდენიმე შეხვედრა გამართა. განიხილება ისეთი საკითხები, როგორიც არის რურის, ელზასის დაბრუნების საკითხები, ბერლინის სექტორებად დაყოფის, ანუ საკმაოდ გლობალური თემები, მაგრამ მათ შორის განიხილება საგანძურის პრობლემაც. ამ დროს ფრანგები ამ განძს თავისად თვლიან, ასე ვთქვათ რუსული ვალების და იგივე ქართული ვალების სანაცვლოდ, მაგრამ საკითხი მაინც დადებითად გადაწყდა, ბუნებრივია იმ პერიოდში სტალინთან კამათი ესეთ თემებზე შეუძლებელი იყო. მალე ცნობილი ქართველი ისტორიკოსი შალვა ამირანაშვილი და საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კულტურის განყოფილების გამგე პეტრე შარია მოსკოვში გამოიძახეს. მოსკოვში ისინი შეხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ მოლოტოვს. და ჩესლოვ მოლოტოვმა ჩამოაყალიბა წასვლასთან, საფრანგეთში წასვლასთან დაკავშირებული წვრილბანები და შემდეგ მიმართა, რომ ხომ არ დაამატებდით რამეს. შალვა ამირანაშვილმა დაამატა ის, რომ განძეულობის ჩამოტანასთან ერთად მე და ჩვენ და მთელ ქართველ ხალხს გვინდა, რომ ჩამოვიდეს სამშობლოში დაბრუნდეს ექვთიმე თაყაიშვილი. მოლოტოვმა ეს საკითხი სტალინთან შეითანხმა და მეორე დღეს ქართველებს თაყაიშვილის საქართველოში დაბრუნების უფლება მისცა. ამირანაშვილმა და შარიამ დავალება შეასრულეს. როცა საქმე ექვთიმეს წამოყვანაზე მიდგა, მეცნიერმა ყოყმანი დაიწყო. ყველა ძალიან შეწუხდა, რასაკვირველია, იფიქრეს, რომ ეს იყო ან მოხუცის აკვირები, ან მეუღლესთან განშორების საბოლოოდ განშორების გამო გამოწვეული განწყობა, მაგრამ რომ შეიტყვეს, რომ ექვთიმე თაყაიშვილს თურმე სხვა პრობლემა ჰქონდა. მან უთხრა წარსდგა მშიერი და ვერა ტიტველი და მაშინ შეიტყვეს, რომ ექვთიმე თაყაიშვილს არ ჰქონდა სამშობლოში დასაბრუნებელი შესაბამისი სამოსი. საბჭოთა საელჩოს თანამშრომლებმა ექვთიმეს კოსტიუმი, პერანგი და ფეხსაცმელი უყიდეს. 1945 წლის 13 აპრილს საქართველოდან გატანილი ეროვნული სიმდიდრე თბილისის აეროპორტში სამხედრო თვითმფრინავით ჩამოიტანეს. თვითმფრინავის ტრაპზე პირველი 84 წლის ხელჯოხიანი მოხუცი დაეშვა. თითქმის 25 წლიანი ემიგრაციის შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილი სამშობლოში დაბრუნდა. გადმოვიდა თვითმფრინავიდან, ახედა ცას, შემდეგ დაიხარა, მარჯვენა ხელით აიღო მიწა და წარმოთქვა აკაკის ცნობილი სიტყვები, ცაფირის ხმელეთ სურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო, ზნელი დაბრუნებულვარ, მკურნალად შემეყარეო. მეცნიერზე მზრუნველობა თბილისის უნივერსიტეტმა ითავა. მას ბინა ვერის ბაზართან, ვაშლოვანის ქუჩაზე უქირავეს. მომვლელი და თანაშემწე მიამაგრეს და მცირე ხელფასიც დაუნიშნეს. საქართველოში ჩამოსვლის პირველი დღიდანვე ექვთიმე თაყაიშვილი საბჭოთა უშიშროების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა. მას მუდმივად უთვალთვალებდნენ. თაყაიშვილთან ურთიერთობის უფლება მხოლოდ ადამიანთა ვიწრო წრეს, ძირითადად მომვლელებსა და მეცნიერებს ჰქონდათ. კომუნისტური ხელისუფლება მას იდეური მტრის, საფრანგეთში გახიზნული მენშევიკების წარმომადგენლად განიხილავდა. მხცოვან მეცნიერს სტუმრები მაინც აკითხავდნენ. კონსტანტინე გამსახურდიას, აკაკი შანიძეს, ნიკო კეცხოველს, შოთა ამირანაშვილსა და კათალიკოს პატრიარქს კალისტრატე ცინცაძეს ვაშლოვანის ქუჩის მცხოვრებნი მეორე სართულის აივანზე ხშირად ხედავდნენ. ხელისუფლებამ თაყაიშვილის მიმართ ზომები გაამკაცრა. ფაქტიურად ჰქონდა რა ჰქვია მაგას, შინაპატიმრობა. აი ახლა ერთი მოგონება, რომელიც მე სესილია თაყაიშვილმა მითხრა, მისი უახლოესი ნათესავი იყო, რომ ჩვენმა ნათესავებმაო გავინაწილეთო დღეებიო, რომ სადილი მიგვეტანა მისთვის. და ჩემი დღე რომ იყოო, მივედიო, მიუტანეო კარებთან დამხვდნენო, შიგნით არ შემიშვესო. ეს ჩემი მიტანილი ქვაბები გამომართვესო და ცოტა ხნის შემდეგ ეს ჩემი ჭურჭელი დაცლილი გამომიტანესო. ვეხვეწებოდიო, შემიშვით, დაველაპარაკები, გაეხარდება, რომ ვნახავსო, არაო. აი ასეთი მდგომარეობა იყო. ექვთიმესთან საეჭვო ურთიერთობის ბრალდებით, უშიშროების თანამშრომლებმა მეცნიერის მომვლელი ქალი ლიდა, თანაშემწე გიორგი ლომთათიძე და თაყაიშვილთან საფრანგეთში ნამყოფი პეტრე შარია დააპატიმრეს. მოხუცისთვის ეს ცნობები თავზარდამცემი აღმოჩნდა. მალე ჩეკისტები თავად განძის მცველსაც ესტუმრნენ. 1952 წლის 24 თებერვალს ექვთიმე თაყაიშვილს უშიშროების სამმა თანამშრომელმა მიაკითხა. მეცნიერი საწოლში იწვა და გამადიდებელი შუშით თავის ჩანაწერებს ათვალიერებდა. მოსულებმა მას უშიშროების სამინისტროში გაყოლა უბრძანეს. ტანსაცმლის ჩაცმაში მოხუცს თავად დაეხმარნენ. მეორე სართულიდან გაჭირვებით ჩაიყვანეს და სადარბაზოსთან მდგომ შავ მანქანაში ჩასვეს. 80 წლის ბერიკაცის დაკითხვა თითქმის სამ საათს გაგრძელდა. დაკითხვას თავად საქართველოს უშიშროების მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი რუხაძე აწარმოებდა. ექვთიმეს მას 28 შეკითხვა დაუსვა. მინისტრს ძირითადად თაყაიშვილის საფრანგეთში ყოფნის პერიოდი და ქართველ ემიგრანტებთან ურთიერთობის საკითხები აინტერესებდა. მეცნიერმა საფრანგეთში მცხოვრები თანამემამულეები დადებითად დაახასიათა და ამიტომაც რუხაძის გულისწყრომა დაიმსახურა. გენერალმა ხელქვეითებს ექვთიმეს საკანში გადაყვანა დაავალა. ვერ გეტყვით მართალია თუ ტყუილი, მაგრამ ხმა გამოვიდა, რომ თითქოს იქ ფიზიკურადაც შეეხნენ. არ ვიცი, ხმა გამოვიდა ასეთი, ძალიან ცუდად იყო და ინაური ვიცნობდა მერე და ინაური ჭკვიანი კაცი იყო. დახედა და მიხვდა, რომ ეს უკვე სასიცოცხლო აღარ იყო და უბრძანებია ახლავე წაიყვანეთ, არ უნდოდა, რომ იქ გარდაცვლილიყო. თაყაიშვილი შინ იმავე მანქანით დააბრუნეს და სადარბაზოსთან დატოვეს. მეორე სართულზე ასვლაში მას შემთხვევითი გამვლელები დაეხმარნენ.
[29:40]სიცოცხლის უკანასკნელი რვა წელიწადი ექვთიმემ ვაშლოვანის ქუჩის ექვს ნომერში მდებარე ერთოთახიან ბინაში გაატარა. ოთახში რკინის საწოლი, წიგნისა და ტანსაცმლის კარადები, რამდენიმე სავარძელი და საწერი მაგიდა იდგა. მაგიდაზე მუდმივად უამრავი ნივთი ეწყო.
[30:07]1953 წლის 21 თებერვალს დილის 10 საათზე ექვთიმეს ოთახში მეზობელი ქალი შევიდა. მან მოხუცს ჩაი და ორცხობილა შეუტანა. ასეთ დროს მეცნიერი, როგორც წესი, ბალიშზე მიყრდნობილი კითხულობდა ხოლმე. ამჯერად კი ექვთიმეს თვალები მიელულა. ქალმა მისი გაღვიძება სცადა, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილი უკვე გარდაცვლილიყო. უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლებმა, თაყაიშვილის კოლეგებსა და მეგობრებს მეცნიერთან გამომშვიდობება აუკრძალეს. ექვთიმე თაყაიშვილის დაკრძალვაზე სულ 40-მდე ადამიანი მივიდა. აკრძალვის მიუხედავად სამგლოვიარო პროცესია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეჩერდა. ხუთი წუთი იდგა და გეზი სასაფლაოსკენ განაგრძო. აი იქ იყო აკაკი შანიძის გამოსვლა. მობრძანდა ბატონი აკაკი, ხელში უკავია მისი წიგნი არხელოგიჩესკი ექსკურსი რაზე სკანიე იუჟნი პროვინცი გრუზი. ეს არის ბოლო წიგნი მის სიცოცხლეში, რომ გამოვიდა. გაჩერდა ბატონი აკაკი, ეს წიგნი უკავია და ხმამაღლა, ძმაო ექვთიმე. შენ არც მიტინგი გჭირდება, არც ძეგლი გჭირდება, შენი ძეგლი შენი წიგნებია. აი ახლაც მაჟრიალებს, რომ ნუ ყველა ხომ იცით რა მდგომარეობა არა, ხომ ვიცით იქ რა ხალხი ტრიალებს ირგვლივ, არა. ძალიან ვწუხვარო, რომ ვერ მოვასწარი ამ წიგნის მოტანა სანამ ცოცხალი იყავიო. აი ახლა მოვიტანეო სასიგნალო ეგზემპლარიო აკაკი, ის არის რა ქვია, რედაქტორია იმ წიგნის და დაადო გულზე.



