Thumbnail for როგორ ვითამაშოთ კენო? by Lotto.ge

როგორ ვითამაშოთ კენო?

Lotto.ge

3m 20s325 words~2 min read
Auto-Generated

[0:00]საქართველოს ეროვნული ლატარია მომხმარებელს სთავაზობს ახალ ციფრულ ტირაჟიან ლოტო კენოს. კენოს გათამაშება იმართება ყოველ ხუთ წუთში ერთხელ კომპანიის ვებ გვერდზე lotto.ge პირდაპირ ეთერში გათამაშებისთვის თვალყურის დევნება, ასევე შეგიძლიათ საქართველოს ეროვნული ლატარიის სერვის ცენტრებში განთავსებულ სპეციალურ მონიტორებზე. ციფრულ ლოტო კენოში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს და გაიაროს ვერიფიცირება lotto.ge-ზე. ანგარიშზე ჩარიცხოს თანხა და შეიძინოს კენოს გათამაშების ბილეთი. კენოს ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ლატარიის სერვის ცენტრებში. ონლაინ ტირაჟიან ლოტო კენოში თამაშდება ოთხი ჯეკპოტი მაქსიმალური მოგებით 250 000 ლარი. თამაშის წესები. კენოს გათამაშებაში მონაწილეობს 80 ბურთი რიცხვებით ერთიდან 80-ის ჩათვლით. მომხმარებელს საშუალება აქვს აირჩიოს, შეიძინოს და ითამაშოს რამდენიმე კომბინაცია არაუმეტეს 10 კომბინაციისა. ერთი კომბინაციის საფასური ერთი ლარია. მოგების სიდიდე დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ არჩეული კომბინაციების რაოდენობაზე. შვიდიდან 10-მდე რიცხვების არჩევის შემთხვევაში თამაშდება შესაბამისი კატეგორიის ოთხი ჯეკპოტი. აირჩიეთ რამდენი რიცხვით გსურთ თამაში. მონიშნეთ სასურველი რიცხვები პირველ ველში არჩეული რიცხვების რაოდენობის შესაბამისად. აირჩიეთ კომბინაციის ღირებულება. აირჩიეთ რამდენ თანმიმდევრულ გათამაშებაში გსურთ მონაწილეობა. კომბინაციების არჩევის შემდეგ ბილეთს ენიჭება ტირაჟის ნომერი, რომლის მიხედვით მომხმარებელს საშუალება ეძლევა გადაამოწმოს შედეგები. კენოს გათამაშების დროს ელექტრონული ლოტოტრონი გამოავლენს 20 მომგებიან რიცხვს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ არჩეული რიცხვები დაემთხვევა ლოტოტრონით გამოვლენილს მოიგებს არჩეული კომბინაციების შესაბამის საპრიზო კატეგორიას. შვიდიდან 10-ის ჩათვლით რიცხვების არჩევის შემთხვევაში უნდა დაემთხვეს მინიმუმ ოთხი რიცხვი, რომ ბილეთი იყოს მომგებიანი. ხოლო ერთიდან ექვსის ჩათვლით რიცხვების არჩევის შემთხვევაში მოგების რაოდენობა განისაზღვრება დამთხვეული რიცხვების რაოდენობის შესაბამისად. ჯეკპოტის თანხა ნაწილდება მოგებულ ბილეთებს შორის. ხოლო ყველა სხვა საპრიზო კატეგორიაში ერთი ერთ ლარიანი ბილეთი იგებს ამ კატეგორიისთვის გათვალისწინებულ ფიქსირებულ თანხას. განაღდება. კენოში მოგებული თანხა მომხმარებელს შეუძლია გადაიტანოს lotto.ge-ზე არსებულ საკუთარ ელექტრონულ საფულეში ან გაანაღდოს ბილეთი საიტიდან ამობეჭდვისა და კომპანიის სერვის ცენტრებში წარდგენის შემდეგ. მოგებული თანხის განაღდება მოგებული ბილეთის და პირადობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში ასევე შესაძლებელია TBC ბანკის ნებისმიერ ფილიალში. თანხის შეტანა. მომხმარებელს საშუალება აქვს კენოში და სხვა ონლაინ გათამაშებებში მონაწილეობის მისაღებად ანგარიშზე თანხა 1000 ლარამდე შეიტანოს კომპანიის სერვის ცენტრებში. ასევე ჩარიცხოს ნებისმიერი ბანკის ვიზა ბარათით ან TBC pay-ის აპარატებიდან. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საქართველოს ეროვნული ლატარიის საინფორმაციო ცენტრს 0322 00 7700. გახსოვდეთ, იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას.

Need another transcript?

Paste any YouTube URL to get a clean transcript in seconds.

Get a Transcript